“საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახუროს უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ორგანოზაციების ანგარიშგების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახუროს უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ორგანოზაციების ანგარიშგების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 07/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 13/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.009.645
  • Word
33
07/12/2006
სსმ, 167, 13/12/2006
290.160.000.24.016.009.645
“საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახუროს უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ “სადაზღვევო ორგანოზაციების ანგარიშგების წესებში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.009.645

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება №33

2006 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის  1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სადაზღვევო ორგანიზაციების ანგარიშგების წესებში“ (სსმ III, 1999 წ., №8(15), მუხლი 137) ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 12 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სადაზღვევო ორგანიზაციების ანგარიშგების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. უწყებრივ სტატისტიკური დაკვირვების ფორმა №XII-8-ში მე-6 და მე-7 სვეტი გაერთიანდეს და მე-6 სვეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სხვა აქტივები“.

2. მე-2 მუხლში თ1) პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თ2) პუნქტი:

,,თ2) ფორმა №XII-10 ,,სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით გაწეული საქმიანობის შესახებ მონაცემები“;

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ფორმა №XII-1 ,,მონაცემები კვარტალის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ“, ფორმა №XII-2 ,,მონაცემები სადაზღვევო ორგანიზაციის საკუთარი კაპიტალის ოდენობის შესახებ“, ფორმა №XII-4 ,,მოქმედი ხელშეკრულებების რაოდენობის“ შესახებ, ფორმა №XII-5,,სადაზღვევო რეზერვების ინვესტირების შესახებ“, ფორმა №XII-6 ,,მონაცემები გადაზღვევის ოპერაციების განხორციელების შესახებ“, ფორმა №XII-7 ,,მონაცემები საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ“, ფორმა №XII-8 ,,მონაცემები კვარტალის ბოლოსათვის სადაზღვევო ორგანიზაციის კუთვნილი აქტივების შესახებ“, ფორმა №XII-9 ,,მონაცემები საბანკო ანგარიშებზე რიცხული თანხების შესახებ“ და ფორმა №XII-10 ,,სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით გაწეული საქმიანობის შესახებ მონაცემები“ სადაზღვევო ორგანიზაციის მხრიდან ექვემდებარება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში ყოველკვარტალურ წარმოდგენას ყოველი კვარტალის დამთავრებიდან 25 დღის ვადაში“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე