დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 142 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/06/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 93, 01/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.010.000.10.003.001.085 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №142
2008 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით დამტკიცებულ „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით (სსმ III, 2008 წ., №82, მუხლი №881) დამტკიცებულ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამ წესების მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თიზის წესდების პროექტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს „თ.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ.გ) ორგანიზატორის მიერ თიზის შექმნის ვალდებულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გარანტიის 10 პროცენტის ოდენობით, რომლის ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მოქმედების ვადა უნდა დაიწყოს თიზის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 15 დღისა და მოქმედებდეს თიზის ფუნქციონირების დაწყების პირველი დღის ჩათვლით;“.
4. მე-3 მუხლს დაემატოს მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„7. სახელმწიფო მონაწილეობს მხოლოდ თიზის საზღვრამდე საავტომობილო გზის მიყვანის სამუშაოებთან დაკავშირებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების ნაწილის დაფინანსებაში, რისთვისაც აუცილებელია:
ა) ორგანიზატორის შესაბამისი თხოვნისა და მთავრობის თანხმობის არსებობა;
ბ) ორგანიზატორმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუთანხმოს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის სამუშაოთა პროექტის სამშენებლო დოკუმენტაცია.
8. სახელმწიფო არ აფინანსებს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის სამუშაოთა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის დოკუმენტაციით გათვალისწინებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების 50 პროცენტზე მეტ ოდენობას.
9. ორგანიზატორს მოეთხოვება თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა უზრუნველმყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა არ არის სავალდებულო, თუ:
ა) ორგანიზატორი თვითონ დააფინანსებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების პროექტის სამშენებლო პროექტის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების სრულ ოდენობას და სამუშაოების დასრულების შემდეგ სახელმწიფო ორგანიზატორს აუნაზღაურებს აღნიშნული ხარჯების ნაწილს შეთანხმებული ოდენობით ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში;
ბ) ორგანიზატორსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტის სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების ნაწილს დააფინანსებს ჯერ ორგანიზატორი, ხოლო დანარჩენ ნაწილს – სახელმწიფო ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის პროექტის სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების თავის ნაწილს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ორგანიზატორის მიერ ამ პუნქტში აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების დადასტურება.
12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ოდენობა უნდა იყოს საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტის სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იმ გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების ტოლი, რომელსაც გაიღებს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და უნდა მოქმედებდეს აღნიშნული საგზაო სამუშაოების განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში.
13. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ.გ“ ქვეპუნქტით და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გარანტის სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) პრინციპალის სრულ დასახელებას, იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
გ) ბენეფიციარს;
დ) გარანტიის ობიექტს და გარანტის ვალდებულებას;
ე) გარანტიის მოქმედების ტერიტორიას;
ვ) გარანტიის თანხას და გარანტიის მოქმედების პერიოდს;
ზ) დადასტურებას, რომ გარანტი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
14. ორგანიზატორის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ახორციელებს გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციას (ჩამოჭრას) მის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
15. ორგანიზატორის მიერ თიზის მოწყობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ახორციელებს საბანკო გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციას (ჩამოჭრას) მის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.
5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შემოსავლების სამსახურის მიერ ფიზიკურად შემოწმდება და დადასტურდება თიზის შესაბამისობა „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
ბ) წარმოდგენილი იქნება გარანტია, რომელიც აკმაყოფილებს „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით და მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საბანკო გარანტია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;“.
6. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
7. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე ახდენს თიზის საწარმოს თიზის გადამხდელად რეგისტრაციას „გადასახადის გადამხდელთა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის, იურიდიულ პირთა ფილიალების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 მაისის №419 ბრძანებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;“.
8. მე-7 მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. იმ შემთხვევაში, თუ თიზის მიწის ნაკვეთის გაფართოება ხდება სხვა კერძო პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ხარჯზე, ორგანიზატორმა ამ მუხლის 23-ე პუნქტში აღნიშნულ შეტყობინებას უნდა დაურთოს მიწის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თიზის შექმნის შესახებ.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები