„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018803
24/ნ
27/02/2026
ვებგვერდი, 27/02/2026
430030000.22.022.018803
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №24/ნ

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 (სსმ III, 22.04.2009 წ., №49, მუხ. 555) ბრძანებით დამტკიცებულ „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორეს, „ე​​1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობასთან მიმართებით და შესაბამისი წლის 20 თებერვლამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ანკეტას.“;

ბ) 31 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის:

გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თითოეული სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ, გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსების შესახებ.“;

გ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 41 პუნქტის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) აღნიშნავს იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელზეც შესაბამის წელს აქვს მაგისტრანტობის კანდიდატების მიღების სურვილი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგანმანათლებლო პროგრამას.“;

ე) მე-8 პუნქტის:

ე.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მართვის სისტემა ამოწმებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორესა და „ე1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობასთან მიმართებით.“;

ე.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სპეციალობაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტის შესაბამისად, რანჟირებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხიდან, ტესტის ნაწილების/გამოცდების პრიორიტეტების გათვალისწინების შემდეგ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ მაგისტრანტობის კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გამოყოფილი მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ სპეციალობისათვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული სტუდენტების რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ სტუდენტთა კონტინგენტს. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობისგან განსხვავებული რაოდენობის სტუდენტთა ჩარიცხვის თაობაზე.“.

3. 33-ე მუხლის მე-20 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მართვის სისტემა ამოწმებს ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორეს, „ე​​​1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, შესაბამის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამაგისტრო გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობასთან მიმართებით და 2026 წლის 30 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ანკეტას;“.

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე