დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ოქტომბრის №479 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300390000.10.003.025631 |
|
„საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ოქტომბრის №479 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ოქტომბრის №479 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/10/2022, 300390000.10.003.023690) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგარეჯოს თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვროს არაუგვიანეს 2027 წლის 1 მარტი. 4. საგარეჯოს თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შპს – ასი გრუპ ჯორჯიას მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის თაობაზე სსიპ − შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 აგვისტოს №22395 ბრძანებაში მითითებული: ა) საგარეჯოს თიზ-ისათვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე საგარეჯოს თიზ-ის შესასვლელ-გამოსასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა, შემდეგი პირობების დაცვით: ა.ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის (მათ შორის, ხელბარგის რენტგენოსკანერის) განთავსება, წარმოდგენილი სიტუაციური გეგმის (ნახაზის) შესაბამისად; ა.ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება; ა.გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი, გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა); ა.დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა; ა.ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით; ა.ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა; ბ) ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.“. 2. მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების დეტალური გეგმა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები