დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.018000 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საგადასახადო აღრიცხვა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის ნაცვლად, შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსთვის ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის საფუძველზე. ცალკეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვის ნაცვლად პირს მოსთხოვოს №I-01 დანართის შესაბამისი განცხადების წარდგენა.“. 2. მე-11 მუხლის: ა) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების (ფიზიკური პირის შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის მომართვისას, მომსახურების გაწევის ადგილზე ვიზიტით გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად რეგისტრაციასთან ერთად) საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე მიმართვა ამავდროულად წარმოადგენს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის მოთხოვნას. საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისას პირი ავტომატურად გადადის კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე. პირს საგადასახადო აღრიცხვისას დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდებისა და დროებითი პაროლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა შეცვალოს პირმა სისტემაში შესვლისთანავე. გარდა ამისა, საგადასახადო აღრიცხვის თაობაზე ფიზიკური პირის ვიდეოზარით/დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით მიმართვა ასევე წარმოადგენს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის საფუძველს.”; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული ისეთი სუბიექტებისთვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და ისეთი სუბიექტებისა, რომელთაც ჰყავთ ერთი ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი), რომელთაც შექმნილი აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გამოსაყენებელი სახელწოდების/პაროლის აღდგენის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილ ხელმძღვანელ პირს, რომლის შესახებ ინფორმაციაც შემოსავლების სამსახურს მიეწოდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.“; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული ისეთი სუბიექტებისთვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და ისეთი სუბიექტებისა, რომელთაც ჰყავთ ერთი ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი), რომელთაც შექმნილი აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ცვლილების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილ ხელმძღვანელ პირს, რომლის შესახებ ინფორმაციაც შემოსავლების სამსახურს მიეწოდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები