„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017995
52
24/02/2026
ვებგვერდი, 25/02/2026
200090000.22.033.017995
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №52

2026 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №II-086-ის დანართი 3-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი 4 („ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-129¹ მუხლებით გათვალისწინებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ“).

2.  401   მუხლის  მე-9  პუნქტის  შემდეგ  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის  მე-10 პუნქტი:

„10. დეკლარაციის დანართი 4 („ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-129¹ მუხლებით გათვალისწინებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ“) ივსება მარტის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარსადგენ დეკლარაციაში, რომელშიც აისახება წინა კალენდარული წლის მონაცემები. აღნიშნული დანართი ივსება, თუ პირის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ჯამური მოცულობა (თანხა)  აღემატება  500 000  ლარს.  ამასთან, აღნიშნული ოპერაციების ჯამურ მოცულობაში ასევე გაითვალისწინება უსასყიდლოდ გაწეული კონტროლირებული ოპერაციების საბაზრო ღირებულება და არსებული კრედიტორული ან/და დებიტორული დავალიანების მოცულობა. დანართ 4-ის სვეტებში, დასახელების შესაბამისად აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) პირველ – მე-3 სვეტებში – ურთიერთდამოკიდებული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და რეზიდენტობა;

ბ) მე-4 სვეტში – საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში მონაწილე პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმა, კერძოდ:

ბ.ა) პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

ბ.ბ) არაპირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

ბ.გ) სამეწარმეო გადაწყვეტილებების პრაქტიკული კონტროლი;

ბ.დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტი;

ბ.ე) მუდმივი დაწესებულება;

გ) მე-5 სვეტში  – იმ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის სახე, რომელიც საწარმომ განახორციელა ან/და ოპერაციის სახე, რომელზეც უფიქსირდება დებიტორული/კრედიტორული დავალიანება. ამასთან, თუ, კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში ერთი და იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებულია რამდენიმე კონტროლირებული ოპერაცია, ინფორმაცია აღნიშნული ოპერაციების შესახებ აისახება ერთ სტრიქონად; ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კონტროლირებულ ოპერაციად ითვლება:

გ.ა) საქონლის/მომსახურების მიწოდება/შესყიდვა;

გ.ბ) მატერიალური/არამატერიალური აქტივების მიწოდება/შესყიდვა;

გ.გ) მიღებული/გაცემული სესხი;

გ.დ) საპროცენტო შემოსავალი/ხარჯი;

გ.ე) მიღებული/გაცემული გარანტია;

გ.ვ) სხვა ფინანსური ოპერაციები;

გ.ზ) არამატერიალური აქტივის გამოყენებისთვის გადახდილი/მიღებული თანხები (როიალტი);  

გ.თ) ბიზნესის რესტრუქტურიზაცია. ამ ქვეპუნქტის  მიზნებისთვის  ბიზნესის რესტრუქტურიზაცია არის  ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც იცვლება მხარეთა მიერ შესრულებული ფუნქციები, აღებული რისკები და გამოყენებული აქტივები; ასევე, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა, გადახედვა და არსებითი ცვლილება;

გ.ი) სხვა კონტროლირებული ოპერაცია. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კონტროლირებული ოპერაცია, მათ შორის, არის უსასყიდლოდ განხორციელებული და ბარტერული ოპერაციები;

დ) მე-6 სვეტში – მე-5 სვეტში ასახული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობა (ღირებულება),  მისი განხორციელების ვალუტაში (ოპერაციების ჯამური თანხა); თუ პირს უფიქსირდება კრედიტორული/დებიტორული დავალიანება, თუმცა საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებია ოპერაცია, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობად (ღირებულებად) მიეთითება - 0;

ე) მე-7 სვეტში – განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში (ლარში), ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით;

ვ) მე-8 სვეტში – კრედიტორული ან დებიტორული დავალიანების ნაშთი საანგარიშო წლის ბოლოსთვის მისი განხორციელების ვალუტაში. იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშვა კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების ვალდებულება, თუმცა არ განუხორციელებია, კრედიტორული/დებიტორული დავალიანების ნაშთი მიეთითება განსახორციელებელი ოპერაციის მოცულობის (ღირებულების) გათვალისწინებით;

ზ) მე-9 სვეტში – საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის დაწყების თარიღი;

თ) მე-10 სვეტში – კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია (მაქვს/არ მაქვს/მზადდება/ვაპირებ მომზადებას).

მაგალითი:

ფაქტობრივი გარემოებები:

2020 წელს საქართველოს რეზიდენტ შპს „A“-სა და შვეიცარიის კონფედერაციის რეზიდენტ  საწარმო  „B“-ს  შორის  გაფორმდა  საკრედიტო  ხაზის  ხელშეკრულება 2 000 000 აშშ დოლარზე. „B“ არის შპს „A“-ს 52%-იანი წილის მფლობელი. 2020, 2022, 2023 და 2024 წლებში საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებულია 8 სესხის ხელშეკრულება, სულ მიღებულია 1 500 000 აშშ დოლარი, მათ შორის, 2024 წელს მიღებულია სესხები:

1) 15.03.2024 – 350 000 აშშ დოლარი;

2) 15.08.2024 – 300 000 აშშ დოლარი.

ამასთან, 2020-2023 წელს მიღებული სესხები დაბრუნებულია სრულად. 2024 წლის 31 დეკემბერს შპს „A“-მ დააბრუნა მიღებული სესხის ძირი თანხიდან 250 000 აშშ დოლარი, ამავე თარიღისთვის შპს „A“-ს მიერ გადასახდელი პროცენტი შეადგენდა 97 500 აშშ დოლარს, რაც ასევე სრულად გადაიხადა. დეკლარაციის წარდგენის მომენტისთვის ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შპს „A“ არ ფლობს.

შედეგი:

2025 წლის მარტის საანგარიშო თვის დეკლარაციაში შპს „A“-ს მიერ დეკლარაციის დანართ 4 -ში აისახება ინფორმაცია ორ სტრიქონად  შემდეგი სახით:

I ოპერაცია:

1) პირველ - მე-3 სვეტებში მიეთითება – „B“ საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეზიდენტობის ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია;

2) მე-4 სვეტში აისახება  ურთიერთდამოკიდებულების ფორმა – პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

3) მე-5 სვეტში აისახება განხორციელებული ოპერაციის სახე – მიღებული სესხი;

4) მე-6 სვეტში აისახება 2024 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებული სესხის მოცულობა  –  650 000  აშშ  დოლარი,  ხოლო  მე-7 სვეტში  –  სესხის მოცულობა  ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად  –  1 744 340   ლარი   (350 000*2.6758  (15.03.2024   წლის   აშშ   დოლარის გაცვლითი   კურსი   ლართან   მიმართებით)   +   300 000*2.6927(15.08.2025   წლის   აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით));

5) მე-8 სვეტში აისახება დებიტორული დავალიანების ნაშთი – 400 000 აშშ დოლარი (650 000 – 250 000);

6) მე-9 სვეტში აისახება მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების თარიღი – 2020 წელი;

7) მე-10 სვეტში აისახება კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია – „არ მაქვს“.

II ოპერაცია:

1) პირველ – მე-3 სვეტებში მიეთითება - „B“ საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეზიდენტობის ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია;

2) მე-4 სვეტში აისახება ურთიერთდამოკიდებულების ფორმა – პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

3) მე-5 სვეტში აისახება განხორციელებული ოპერაციის სახე – საპროცენტო ხარჯი;

4) მე-6 სვეტში აისახება 2024 წლის განმავლობაში საპროცენტო ხარჯის მოცულობა – 97 500  აშშ  დოლარი,  ხოლო  მე-7  სვეტში –მოცულობა  ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად  –  273 663   ლარი   (97 500*2.8068  (31.12.2024   წლის   აშშ   დოლარის გაცვლითი   კურსი   ლართან   მიმართებით));

5) მე-8 სვეტში აისახება საპროცენტო დავალიანების ნაშთი – 0;

6) მე-9 სვეტში აისახება მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების თარიღი – 2020 წელი;

7) მე-10 სვეტში აისახება კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია – „არ მაქვს“.“

3. დანართი №II-09-ის დანართი „ლ1“-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი „მ“ („ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-129¹ მუხლებით გათვალისწინებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ“).

4. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოგების გადასახადის დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია და მათი წარდგენა ხორციელდება ნებაყოფლობით, გარდა დანართი „მ“-ის, რომლის წარდგენაც სავალდებულოა.“;

ბ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. დეკლარაციის დანართი „მ“ („ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-129¹ მუხლებით გათვალისწინებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ“) ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ჯამური მოცულობა  (თანხა)  აღემატება  500 000  ლარს.  ამასთან, აღნიშნული ოპერაციების ჯამურ მოცულობაში გაითვალისწინება ასევე უსასყიდლოდ გაწეული კონტროლირებული ოპერაციების საბაზრო ღირებულება და არსებული კრედიტორული ან/და დებიტორული დავალიანების მოცულობა. დანართ „მ“-ის  სვეტებში დასახელების შესაბამისად აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) პირველ-მე-3 სვეტებში – ურთიერთდამოკიდებული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და რეზიდენტობა;

ბ) მე-4 სვეტში – საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებში მონაწილე პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმა, კერძოდ:

ბ.ა) პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

ბ.ბ) არაპირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

ბ.გ) სამეწარმეო გადაწყვეტილებების პრაქტიკული კონტროლი;

ბ.დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტი;

ბ.ე) მუდმივი დაწესებულება;

გ) მე-5 სვეტში – საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის სახე, რომელიც საწარმომ განახორციელა ან/და ოპერაციის სახე, რომელზეც უფიქსირდება დებიტორული/კრედიტორული დავალიანება. ამასთან, თუ კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში ერთი და იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებულია რამდენიმე კონტროლირებული ოპერაცია, ინფორმაცია აღნიშნული ოპერაციების შესახებ აისახება ერთ სტრიქონად. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კონტროლირებულ ოპერაციად ითვლება:

გ.ა) საქონლის/მომსახურების მიწოდება/შესყიდვა;

გ.ბ) მატერიალური/არამატერიალური აქტივების მიწოდება/შესყიდვა;

გ.გ) მიღებული/გაცემული სესხი;

გ.დ) საპროცენტო შემოსავალი/ხარჯი;

გ.ე) მიღებული/გაცემული გარანტია;

გ.ვ) სხვა ფინანსური ოპერაციები;

გ.ზ) არამატერიალური აქტივის გამოყენებისთვის გადახდილი/მიღებული თანხები (როიალტი);

გ.თ) ბიზნესის რესტრუქტურიზაცია.  ამ ქვეპუნქტის  მიზნებისთვის  ბიზნესის რესტრუქტურიზაცია არის  ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც იცვლება მხარეთა მიერ შესრულებული ფუნქციები, აღებული რისკები და გამოყენებული აქტივები; ასევე, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა, გადახედვა და არსებითი ცვლილება;

გ.ი) სხვა კონტროლირებული ოპერაცია. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კონტროლირებული ოპერაცია, მათ შორის, არის უსასყიდლოდ განხორციელებული და ბარტერული ოპერაციები;

დ) მე-6 სვეტში – მე-5 სვეტში ასახული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობა (ღირებულება), მისი განხორციელების ვალუტაში (ოპერაციის ჯამური თანხა); იმ შემთხვევაში, თუ პირს უფიქსირდება კრედიტორული/დებიტორული დავალიანება, თუმცა საანგარიშო პერიოდში არ განუხორციელებია ოპერაცია, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობად (ღირებულებად) მიეთითება – 0;

ე) მე-7 სვეტში – განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მოცულობა ეროვნულ ვალუტაში (ლარში), ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსით;    

ვ) მე-8 სვეტში – კრედიტორული ან დებიტორული დავალიანების ნაშთი საანგარიშო წლის ბოლოსთვის მისი განხორციელების ვალუტაში; იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშვა კონტროლირებული ოპერაციის განხორციელების ვალდებულება, თუმცა არ განუხორციელებია, კრედიტორული/დებიტორული დავალიანების ნაშთი მიეთითება განსახორციელებელი ოპერაციის მოცულობის (ღირებულების) გათვალისწინებით;        

ზ) მე-9 სვეტში – საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის დაწყების თარიღი;

თ) მე-10 სვეტში – ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია (მაქვს/არ მაქვს/მზადდება/ვაპირებ მომზადებას).

მაგალითი:

ფაქტობრივი გარემოებები:

2020 წელს საქართველოს რეზიდენტ შპს „A“-სა და შვეიცარიის კონფედერაციის რეზიდენტ საწარმო „B“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. „B“ არის შპს „A“-ს 52%-იანი წილის მფლობელი. 2020, 2022, 2023 და 2024 წლებში საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებულია 8 სესხის ხელშეკრულება,  სულ  მიღებულია  1 500 000  აშშ  დოლარი,  მათ  შორის,  2024  წელს მიღებულია სესხები:

1) 15.03.2024 – 350 000 აშშ დოლარი;

2) 15.08.2024 – 300 000 აშშ დოლარი.

ამასთან 2020-2023 წელს მიღებული სესხები დაბრუნებულია სრულად. 2024 წლის 31 დეკემბერს შპს „A“-მ დააბრუნა მიღებული სესხის ძირი თანხიდან 250 000 აშშ დოლარი, ამავე თარიღისთვის შპს „A“-ს მიერ გადასახდელი პროცენტი შეადგენდა 97500 აშშ დოლარს, რაც ასევე სრულად გადაიხადა. დეკლარაციის წარდგენის მომენტისთვის ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შპს „A“ არ ფლობს.

შედეგი:

2024  წლის  საანგარიშო  პერიოდის  დეკლარაციაში  შპს  „A“-ს  მიერ  დეკლარაციის დანართ 4-ში ინფორმაცია აისახება ორ სტრიქონად შემდეგი სახით:

I ოპერაცია:

1) პირველ – მე-3 სვეტებში   მიეთითება – „B“ საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეზიდენტობის ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია;

2) მე-4 სვეტში აისახება ურთიერთდამოკიდებულების ფორმა – პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

3) მე-5 სვეტში აისახება განხორციელებული ოპერაციის სახე – მიღებული სესხი;

4) მე-6 სვეტში აისახება 2024 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებული სესხის მოცულობა – 650 000 აშშ დოლარი, ხოლო მე-7 სვეტში – სესხის მოცულობა ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად – 1 744 340 ლარი (350 000*2.6758 (15.03.2024 წლის აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით) + 300 000*2.6927(15.08.2025 წლის აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით));

5) მე-8 სვეტში აისახება დებიტორული დავალიანების ნაშთი – 400 000 აშშ დოლარი (650 000 – 250 000);

6) მე-9 სვეტში აისახება მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების თარიღი – 2020 წელი;

7) მე-10 სვეტში აისახება კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია – „არ მაქვს“.

II ოპერაცია:

1) პირველ – მე-3 სვეტებში, შესაბამისად, მიეთითება – „B“ საწარმოს დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეზიდენტობის ქვეყანა – შვეიცარიის კონფედერაცია;

2) მე-4 სვეტში აისახება ურთიერთდამოკიდებულების ფორმა – პირდაპირ საწარმოს 50 პროცენტზე მეტის ფლობა;

3) მე-5 სვეტში აისახება განხორციელებული ოპერაციის სახე – საპროცენტო ხარჯი;

4) მე-6 სვეტში აისახება 2024 წლის განმავლობაში საპროცენტო ხარჯის მოცულობა  –  97 500  აშშ  დოლარი,  ხოლო  მე-7  სვეტში  –მოცულობა  ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად   –  273 663   ლარი   (97 500*2.8068  (31.12.2024   წლის   აშშ   დოლარის გაცვლითი   კურსი   ლართან   მიმართებით));

5) მე-8 სვეტში აისახება საპროცენტო დავალიანების ნაშთი – 0;

6) მე-9 სვეტში აისახება მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების თარიღი – 2020 წელი;

7) მე-10 სვეტში აისახება კონტროლირებული ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ფლობის შესახებ ინფორმაცია – „არ მაქვს“.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის და მის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე წარსადგენ ინფორმაციაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი