დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 ივლისის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.037.016220 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №1 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 08/05/2025; 010240030.22.037.016204) დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების: |
1.
მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ღ1“ და „ღ2“ ქვეპუნქტები:
„ღ1) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მომსახურების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ღ2) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის (ელექტრონული საშვი (ბარათი) გაცემის უზრუნველყოფა და ნამუშევარი დროის აღრიცხვა;“. |
2.
მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „რ1“ – „რ2“ ქვეპუნქტები:
„რ1) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მომსახურების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით: რ1.ა) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ვიზიტორთა შესვლისა და გასვლის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; რ1.ბ) მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების (ცხელი ხაზი) უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; რ2) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის (ელექტრონული საშვი (ბარათი) გაცემის უზრუნველყოფა და ნამუშევარი დროის აღრიცხვა;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები