საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26094
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 13/10/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016800
26094
13/10/2022
ვებგვერდი, 19/02/2026
000000000.00.00.016800
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის 

ბრძანება №26094

2022 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მეთოდური მითითება „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი  დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ №1 დანართის შესაბამისად.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება გამოიყენება 2022 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისების მიმართ.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                     ლევან კაკავა