დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო კონტროლის ინფორმაციის მართვის სისტემის და მისი სისტემური კომპონენტების ფუნქციონირების წესების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 67 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2028 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.025616 |
|
| მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო კონტროლის ინფორმაციის მართვის სისტემის და მისი სისტემური კომპონენტების ფუნქციონირების წესები“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ევროკავშირის სურსათის/ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემაში (RASFF) ინტეგრაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №578 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2028 წლის 1 იანვრიდან. |
|
სახელმწიფო კონტროლის ინფორმაციის მართვის სისტემის და მისი სისტემური კომპონენტების ფუნქციონირების წესები
|
თავი I
ზოგადი მოთხოვნები, ზოგადი პრინციპები და მონაცემთა დაცვა
|
მოქმედების სფერო
„სახელმწიფო კონტროლის ინფორმაციის მართვის სისტემის და მისი სისტემური კომპონენტების ფუნქციონირების წესები“ (შემდგომ – წესები) ადგენს: ა) კონკრეტულ პირობებსა და პროცედურებს, რომელიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემისთვის (შემდგომ – RASFF) შეტყობინებებისა და დამატებითი ინფორმაციის გადაცემისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) წესებს, IMSOC-ში ინფორმაციის, მონაცემებისა და დოკუმენტების კომპიუტერიზებული დამუშავებისა და გაცვლისთვის, რაც აუცილებელია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 იანვრის №24 დადგენილებით (შემდგომ – №24 დადგენილებით დამტკიცებული წესები) დამტკიცებული წესებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლისათვის, რომელიც ეხება: ბ.ა) „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტს“ (შემდგომ – CHED), რომელიც განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 56-ე მუხლით, მათ შორის, მისი ელექტრონული ვერსია, ასევე ინსტრუქციებს მისი წარდგენისა და გამოყენების შესახებ; ბ.ბ) ერთიან ზომებს კომპეტენტურ ორგანოს და სხვა ორგანოს შორის თანამშრომლობისათვის, სხვა ქვეყნებიდან საქართველოში შემომავალ ტვირთებთან დაკავშირებით, როგორც ეს განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 75-ე მუხლით; ბ.გ) ელექტრონული სერტიფიკატების გაცემასა და ოფიციალური სერტიფიკატებისთვის ელექტრონული ხელმოწერების გამოყენებას, როგორც ეს განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 87-ე მუხლით; ბ.დ) ადმინისტრაციული დახმარებისა და თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციის გაცვლის სტანდარტულ ფორმატებს, როგორც ეს განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 95-ე და 96-ე მუხლებით და რომელიც ითვალისწინებს: ბ.დ.ა) დახმარების შესახებ მოთხოვნებს; ბ.დ.ბ) საერთო და განმეორებით შეტყობინებებსა და პასუხებს; ბ.ე) IMSOC-ის სათანადო ფუნქციონირებას, როგორც ეს განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 111-ე -115-ე მუხლებით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კომპონენტი – ელექტრონული სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია IMSOC-ში; ბ) ქსელი – ჯგუფი, რომელსაც წვდომა აქვს კონკრეტულ კომპონენტზე; გ) ქსელის წევრი – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, ევროკომისია, ევროკავშირის სააგენტო, ნებისმიერი განმცხადებელი ქვეყანა, სხვა ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს წვდომა სულ მცირე ერთ კომპონენტზე; დ) საკონტაქტო პუნქტი – ქსელის წევრი ქვეყნის მიერ დანიშნული საკონტაქტო პუნქტი, რომელიც მას წარმოადგენს; ე) საერთაშორისო ორგანიზაცია – საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნებისმიერი ორგანო, რომელიც განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 103-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ან მსგავსი სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები; ვ) iRASFF – ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 95-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად, სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემის (შემდგომ – RASFF) და ადმინისტრაციული დახმარება და თანამშრომლობის ქსელის (შემდგომ – AAC) პროცედურების განხორციელებას; ზ) RASFF – სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემის ქსელი, რომელიც შექმნილია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო–ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეტყობინებებისათვის; თ) AAC – ადმინისტრაციული დახმარება და თანამშრომლობის ქსელი, რომელიც შედგება საკოორდინაციო ორგანოებისგან და შექმნილია კომპეტენტურ ორგანოებს შორის კომუნიკაციის გამარტივების მიზნით; ი) თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელი – ქსელი, რომელიც შედგება ქვეყნის მიერ დანიშნული საკოორდინაციო ორგანოებისგან და რომელიც შექმნილია ამ წესების მე-20 მუხლით განსაზღვრული თაღლითობის შეტყობინებების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობის კონკრეტული მიზნით; კ) განგაშისა და თანამშრომლობის ქსელი – ქსელი, რომელიც შედგება RASFF-ის, AAC -ის და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელებისგან; ლ) ერთიანი საკონტაქტო პუნქტი – საკონტაქტო პუნქტი, რომელიც შედგება RASFF-ისა და AAC-ის საკონტაქტო პუნქტებისგან, მიუხედავად იმისა, ფიზიკურად მდებარეობს თუ არა აღნიშული პუნქტები ერთსა და იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში; მ) შეუსაბამობის შესახებ შეტყობინება – iRASFF-ში შეტყობინება №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წესებთან შეუსაბამობის შესახებ, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებით დამტკიცებული წესის 45-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობით არ წარმოადგენს რისკს; ნ) საგანგაშო შეტყობინება – iRASFF-ში შეტყობინება, სურსათის, სურსათთან შეხებაში მყოფი მასალის ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პირდაპირი ან არაპირდაპირი რისკის შესახებ, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებით დამტკიცებული წესის 45-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობით, რომელიც საჭიროებს ან შესაძლოა საჭიროებდეს სწრაფ რეაგირებას RASFF-ის ქსელის სხვა წევრის მიერ; ო) საინფორმაციო შეტყობინება – iRASFF-ში შეტყობინება, სურსათის, სურსათთან შეხებაში მყოფი მასალის ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებული პირდაპირი ან არაპირდაპირი რისკის შესახებ, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებით დამტკიცებული წესის 45-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობით, რომელიც არ საჭიროებს სწრაფ რეაგირებას RASFF-ის ქსელის სხვა წევრის მიერ; პ) საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისათვის − საინფორმაციო შეტყობინება იმ პროდუქტის შესახებ, რომელიც განთავსებულია ან შეიძლება განთავსდეს ბაზარზე RASFF ქსელის სხვა წევრ ქვეყანაში; ჟ) საყურადღებო საინფორმაციო შეტყობინება − საინფორმაციო შეტყობინება იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც: ჟ.ა) ან განთავსებულია მხოლოდ ქსელის წევრ ქვეყანაში, რომელიც გზავნის შეტყობინებას; ჟ.ბ) ან არ არის განთავსებული ბაზარზე; ჟ.გ) ან უკვე აღარ არის განთავსებული ბაზარზე; რ) სიახლეების შესახებ შეტყობინება – iRASFF -ში შეტყობინება სურსათის, სურსათთან შეხებაში მყოფი მასალის ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებული რისკის შესახებ, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებით დამტკიცებული წესის 45-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობით, რომელიც მიღებულია არაოფიციალური წყაროდან, შეიცავს დაუზუსტებელ ინფორმაციას ან უკავშირდება ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებულ პროდუქტს; ს) საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ შეტყობინება − iRASFF-ში შეტყობინება სურსათის, სურსათთან შეხებაში მყოფი მასალის ან ცხოველის საკვების პარტიის, კონტეინერის ან ტვირთის საზღვარზე შემოტანაზე უარის შესახებ, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის-„გ“ ქვეპუნქტისა და „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებით დამტკიცებული წესის 45-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობით არსებული რისკების გამო; ტ) თაღლითობის შესახებ შეტყობინება – iRASFF-ში შეუსაბამობის შესახებ შეტყობინება, რომელიც ეხება იურიდიული ან ფიზიკური პირების მიერ სავარაუდო განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს მყიდველის მოტყუებას და №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესების დარღვევით, არამართლზომიერი სარგებლის მიღებას; უ) პირველადი შეტყობინება − შეუსაბამობის შესახებ შეტყობინება, საგანგაშო შეტყობინება, საინფორმაციო შეტყობინება, სიახლეების შესახებ შეტყობინება, თაღლითობის შესახებ შეტყობინება ან შეტყობინება საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ; ფ) დამატებითი შეტყობინება − iRASFF-ში შეტყობინება, რომელიც შეიცავს პირველად შეტყობინებასთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას; ქ) მოთხოვნა – iRASFF -ის ფარგლებში ადმინისტრაციული დახმარების მოთხოვნა, რომელიც ეფუძნება პირველად ან დამატებით შეტყობინებას და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 96-ე მუხლის შესაბამისად; ღ) პასუხი – iRASFF-ის ფარგლებში ადმინისტრაციული დახმარების მოთხოვნაზე პასუხი, რომელიც ეფუძნება პირველად ან დამატებით შეტყობინებას და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 96-ე მუხლის შესაბამისად; ყ) შეტყობინების გამგზავნი ქსელის წევრი ან საკონტაქტო პუნქტი – ქსელის წევრი ან საკონტაქტო პუნქტი, რომელიც უგზავნის შეტყობინებას ქსელის სხვა წევრს ან საკონტაქტო პუნქტს; შ) შეტყობინების მიმღები ქსელის წევრი ან საკონტაქტო პუნქტი – ქსელის წევრი ან საკონტაქტო პუნქტი, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ქსელის სხვა წევრის ან საკონტაქტო პუნქტის მიერ; ჩ) მოთხოვნის მიმღები ქსელის წევრი ან საკონტაქტო პუნქტი – ქსელის წევრი ან საკონტაქტო პუნქტი, რომელსაც ქსელის სხვა წევრი ან საკონტაქტო პუნქტი რეაგირების მიზნით მიმართავს შეტყობინებით; ც) TRACES – ვაჭრობის კონტროლისა და ექსპორტის ელექტრონული სისტემა – რომელიც გათვალისწინებულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 113-ე მუხლის მე-3 პუნქტით; ძ) TRACES-ის ქსელი – ქვეყნის და სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისგან შემდგარი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს TRACES სისტემის ფუნქციონირებას; წ) საკონტროლო პუნქტი – საკონტროლო პუნქტი, როგორც ეს განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით; ჭ) საკონტროლო ერთეული – ერთეული, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ტექნოლოგია და აღჭურვილობა, რაც აუცილებელია შესაბამისი კომპონენტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; ხ) კომპეტენტური ორგანო – სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ – შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში; ჯ) ეროვნული სისტემა – საქართველოში მოქმედი კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემა, რომელიც შექმნილია ინფორმაციის, მონაცემების და დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავებისა და გაცვლისთვის; ჰ) ADIS – დაავადებების შეტყობინების და ანგარიშგების კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემა; ჰ1 ) ADIS-ის ქსელი – ქსელი, რომელიც შედგება კომისიისა და მასში შემავალი წევრების კომპეტენტური ორგანოებისაგან, ADIS-ის ფუნქციონირებისთვის; ჰ2) EUROPHYT – შეტყობინების ელექტრონული სისტემა, რომელიც „IMSOC“-თან დაკავშირებული და თავსებადია, რათა ქსელის წევრი ქვეყნების კომპეტენტურმა ორგანოებმა წარადგინონ „EUROPHYT“-ის შეტყობინება აფეთქების შესახებ; ჰ3) EUROPHYT-ის შეტყობინება აფეთქების შესახებ – შეტყობინება, რომელიც უნდა გაიგზავნოს „EUROPHYT“-ის მეშვეობით, შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში: ჰ3.ა) ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო მავნე ორგანიზმების ოფიციალურად დადასტურებული არსებობა; ჰ3.ბ) მავნე ორგანიზმების ოფიციალურად დადასტურებული არსებობა, რომლებიც არ შედის ქვეყნის საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხაში; ჰ3.გ) იმ მავნე ორგანიზმების არსებობა, შემოჭრის გარდაუვალი საფრთხე ან გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის ქვეყნის საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხაში; ჰ3.დ) დაცულ ზონებში საკარანტინო მავნე ორგანიზმების ოფიციალურად დადასტურებული არსებობა; ჰ4) EUROPHYT-ის მავნე ორგანიზმების გავრცელების ქსელი – ევროკავშირის კომისიისა და EUROPHYT-ის სისტემაში დაშვებული ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისგან შემდგარი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს „EUROPHYT“-ის ფუნქციონირებას; ჰ5) თაღლითობა დაკავშირებული სურსათთან/ცხოველის საკვებთან – ბიზნესოპერატორის ან ფიზიკური/იურიდიული პირის ნებისმიერი განზრახ ქმედება ან/და განზრახ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია, არამართლზომიერი ფინანსური უპირატესობის მოპოვების მიზნით, რომელმაც შესაძლებელია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ ბუნებასთან, იდენტურობასთან, თვისებებთან, შემადგენლობასთან, რაოდენობასთან, ვარგისიანობის ვადასთან, წარმოშობის ქვეყანასთან ან წარმოშობის ადგილთან, დამზადების ან წარმოების მეთოდთან დაკავშირებით; ჰ6) კომისია – ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო. 2. ამ წესების მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინები.
მუხლი 3. IMSOC -ის კომპონენტები 1. ამ წესების მიზნებისათვის IMSOC შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ა) iRASFF; ბ) TRACES; გ) ADIS; დ) EUROPHYT. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპონენტები ექვემდებარება ამ წესების მე-4–მე-10 მუხლებით განსაზღვრული ზოგადი პრინციპებისა და მონაცემთა დაცვის წესებს.
მუხლი 4. კომპონენტები, ქსელები და საკონტაქტო პუნქტები ქსელის თითოეული წევრი უნდა ნიშნავდეს სულ მცირე ერთ საკონტაქტო პუნქტს და აღნიშნული დანიშვნისა და მისი საკონტაქტო მონაცემების შესახებ ინფორმაციას აწვდიდეს კომისიის საკონტაქტო პუნქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიის საკონტაქტო პუნქტს.
მუხლი 5. მონაცემების, ინფორმაციასა და დოკუმენტების ფლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები 1. კომპეტენტური ორგანო უნდა ფლობდეს და პასუხისმგებელი იყოს იმ მონაცემებზე, ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, რომლებიც, შესაბამის კომპონენტში, შეყვანილია საკონტაქტო პუნქტის მიერ ან შექმნილია მისი პასუხიმგებლობის ქვეშ მყოფი მომხმარებლების მიერ. 2. კომპეტენტური ორგანო, რომელსაც ხელმომწერი წარმოადგენს, ან კომპეტენტური ორგანო, რომელიც ქმნის ელექტრონულ ბეჭედს, უნდა ფლობდეს და პასუხისმგებელი იყოს დოკუმენტების იმ ნაწილზე, რომელსაც ის TRACES-ში აწერს ხელს ან დაამოწმებს ბეჭდით. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც TRACES-ში დოკუმენტს ხელს აწერს ერთზე მეტი ხელმომწერი, თითოეული მათგანი უნდა ფლობდეს და პასუხისმგებელი იყოს დოკუმენტის იმ ნაწილზე, რომელსაც იგი ხელს აწერს.
მუხლი 6. კავშირები კომპონენტებს შორის 1. კავშირები კომპონენტებს შორის მოიცავს: ა) ერთ ან რამდენიმე კომპონენტში მონაცემების, ინფორმაციის ან დოკუმენტების დამატებას, მონაცემებით, ინფორმაციით ან დოკუმენტებით, რომლებიც უკვე არსებობენ სხვა კომპონენტში; ბ) ქსელის თითოეული წევრისთვის რელევანტური და განახლებული ინფორმაციის მიწოდებას, თითოეულ კომპონენტში მათზე დაკისრებული ამოცანების განხორციელებისათვის, ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; გ) პროცედურების მხარდაჭერასა და ფუნქციონირებას, რაც მოიცავს: გ.ა) №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა – გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის კატეგორიების პარტიებზე განსახორციელებელი იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმების სიხშირის განსაზღვრასა და ცვლილებას; გ.ბ) იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმების სიხშირის გამოყენებას იმ ცხოველების ან საქონლის კატეგორიის პარტიის მიმართ, რომელიც განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ – ვ“ ქვეპუნქტებით; გ.გ) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაძლიერებული სახელმწიფო კონტროლის კოორდინირებულ განხორციელებას №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 65-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ეჭვის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კავშირები უნდა მოიცავდეს კავშირებს: ა) iRASFF-სა და TRACES-ს შორის, რაც უზრუნველყოფს მონაცემების გაცვლას საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ შეტყობინებებთან და „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტთან“ დაკავშირებით; ბ) iRASFF-სა და TRACES-ს შორის, რაც უზრუნველყოფს მონაცემების გაცვლას ბიზნესოპერატორის ძველ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ წესებთან შესაბამისობას; გ) EUROPHYT-სა და TRACES-ს შორის, რაც იძლევა საშუალებას გაცვალონ მონაცემები EUROPHYT-ის აფეთქების შეტყობინების შესახებ; დ) ADIS-ის და TRACES-ს შორის, რაც იძლევა საშუალებას გაცვალონ მონაცემები და ინფორმაცია ADIS-ის შეტყობინებებთან დაკავშირებით.
მუხლი 7. მონაცემთა ელექტრონული გაცვლა კომპონენტებსა და სხვა ელექტრონულ სისტემებს შორის IMSOC-ისა და სხვა ელექტრონულ სისტემებს შორის, ქსელის წევრი ქვეყნების ეროვნული სისტემების ჩათვლით, მონაცემთა გაცვლა უნდა: ა) ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც კავშირშია კომპონენტთან და იყენებდეს XML, CMS ან PDF ფორმატებს; ბ) იყენებდეს შესაბამისი კომპონენტით გათვალისწინებულ მონაცემთა სპეციალურ ლექსიკონებს და ბიზნესწესებს.
მუხლი 8. სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის IMSOC-ზე ნაწილობრივი წვდომის მინიჭების პირობები 1. კომპეტენტურ ორგანოს, კომისიისთვის შესაბამისი განაცხადით მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელია მიენიჭოს ნაწილობრივი წვდომა ერთი ან მეტი კომპონენტის ფუნქციურ შესაძლებლობებზე და მათში შეყვანილ ან შექმნილ კონკრეტულ მონაცემებზე, ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, იმ პირობით, რომ აღნიშნულ კომპონენტ(ებ)თან დაკავშირებით განმცხადებელი ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მას გააჩნია სამართლებრივი და ოპერაციული შესაძლებლობა, გაუმართლებელი შეფერხების გარეშე უზრუნველყოს დახმარება იმ კომპონენტის სათანადო ფუნქციონირებისთვის, რომელზეც მოთხოვნილი აქვს ნაწილობრივი წვდომა; ბ) აღნიშნული მიზნით მან დანიშნა საკონტაქტო პუნქტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნაწილობრივი წვდომა არ უნდა მოიცავდეს წვდომას დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებზე იმ კომპონენტ(ებ)ში, რომელზეც/რომლებზეც ნაწილობრივი წვდომა არის მინიჭებული. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, ნაწილობრივი წვდომა შეიძლება მოიცავდეს პერსონალურ მონაცემებზე წვდომას, თუ კომპეტენტური ორგანო ასრულებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალური მონაცემების კანონიერი გადაცემის პირობებს.
მუხლი 9. პერსონალური მონაცემების დამუშავება 1. პერსონალური მონაცემების დამუშავება თითოეულ კომპონენტში უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობ(ებ)ის განხორციელების მიზნით. კერძოდ, პერსონალური მონაცემები უნდა მიეკუთვნებოდეს შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს: ა) საკონტაქტო პუნქტებს, ოპერატორებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, გადამზიდებს და ლაბორატორიის ტექნიკურ პერსონალს, როდესაც პერსონალური მონაცემები მოთხოვნილია საქართველოს კანონმდებლობით; ბ) თითოეული კომპონენტის მომხმარებლებს. 2. ამ წესებით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და დამუშავება უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 10. მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები და თანადამუშავება 1. კომისია და კომპეტენტური ორგანო ერთობლივად აკონტროლებს მონაცემთა დამუშავების ოპერაციებს თითოეული კომპონენტისთვის. 2. კომპეტენტური ორგანო პასუხისმგებელია: ა) მონაცემთა სუბიექტის უფლებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით ტექნიკური საშუალებების განსაზღვრასა და დანერგვაზე, ამ წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ბ) პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფაზე; გ) იმ პერსონალის დანიშვნასა და გარე პროვაიდერების განსაზღვრაზე, რომლებსაც წვდომა მიენიჭებათ თითოეულ კომპონენტზე; დ) მონაცემთა დამუშავების ოპერაციების თითოეულ კომპონენტზე წვდომის მქონე პერსონალი სათანადოდ იყოს მომზადებული თავისი ამოცანების შესასრულებლად.
თავი II iRASFF
მუხლი 11. გარკვეული ტიპის ინფორმაციის გაცვლაზე პასუხისმგებელი ორგანო თაღლითობის შეტყობინებების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) და სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – სამსახური), კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 12. ერთიანი საკონტაქტო პუნქტი 1. სააგენტო, როგორც ერთიანი საკონტაქტო პუნქტი, პასუხისმგებელია: ა) ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოსთან შესაბამისი ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლის ეფექტიანი მექანიზმების შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს შეტყობინებების, მოთხოვნების ან პასუხების დაუყოვნებლივ გადაცემას კომპეტენტური ორგანოსათვის შესაბამისი ქმედებების განსახორციელებლად, ასევე ამ შეტყობინებების, მოთხოვნების ან პასუხების სათანადო წესით შენახვას; ბ) თავისი და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს როლისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრაზე, რომელიც ეხება შეტყობინებების, მოთხოვნებისა და პასუხების მომზადებასა და გადაცემას, ასევე განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის სხვა წევრის შეტყობინებების, მოთხოვნებისა და პასუხების შეფასებასა და განაწილებას. 2. თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელის საკონტაქტო პუნქტი შესაძლებელია შევიდეს ერთიან საკონტაქტო პუნქტში. 3. RASFF-ის ქსელში კომუნიკაცია ხორციელდება ერთიანი საკონტაქტო პუნქტის – სააგენტოს მეშვეობით.
მუხლი 13. განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის წევრთა ვალდებულებები 1. განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტი – სააგენტო, უზრუნველყოფს ქსელების ეფექტიან ფუნქციონირებას და კომისიის საკონტაქტო პუნქტს აცნობებს დეტალურ ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც მას მართავენ, ასევე მათ საკონტაქტო მონაცემებს. ამ მიზნით, ქსელის დანიშნული საკონტაქტო პუნქტი იყენებს კომისიის მიერ მიწოდებულ საკონტაქტო პუნქტის მონაცემების შესახებ შაბლონს. 2. სააგენტო უზრუნველყოფს მორიგე თანამშრომლის ხელმისაწვდომობას საგანგებო კომუნიკაციებისთვის 24/7 რეჟიმში.
მუხლი 14. iRASFF-ში გაცვლილი ინფორმაცია 1. განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხოლოდ iRASFF-ის სისტემის საშუალებით, შეტყობინებების, მოთხოვნებისა და პასუხების ფორმის შესაბამისად. 2. განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტები შეტყობინებაში ავსებენ შესაბამის ველებს, რათა უზრუნველყონ პროდუქტის, რისკ(ებ)ის, შეუსაბამისობის შემთხვევებისა და საეჭვო თაღლითობის მკაფიო იდენტიფიცირება, ასევე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მიაწოდონ მიკვლევადობის შესახებ ინფორმაცია და განსაზღვრონ საკონტაქტო პუნქტები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან შეტყობინების შემდგომ ქმედებებზე ან მოთხოვნასთან დაკავშირებულ პასუხზე. 3. შეტყობინებები შეიძლება გადაეცეს როგორც პირველადი, ასევე დამატებითი შეტყობინებების ფორმით. 4. მოთხოვნებსა და პასუხებში განისაზღვრება განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის ის საკონტაქტო პუნქტ(ებ)ი, რომელსაც/რომლებსაც მოთხოვნა ან პასუხი ეგზავნება.
მუხლი 15. შეუსაბამობის შესახებ შეტყობინება 1. კომპეტენტური ორგანოები, როგორც განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტები, გაუმართლებელი შეფერხების გარეშე ახდენენ შეუსაბამობის შესახებ შეტყობინებების გაცვლას, რომლებიც მოიცავს სულ მცირე: ა) კომპეტენტური ორგანოს დასახელებას, რომელიც შეტყობინების დამუშავებას ახდენს, თუ ის არ წარმოადგენს საკონტაქტო პუნქტს; ბ) შესაძლო შეუსაბამობის აღწერას; გ) შესაძლებლობის შემთხვევაში იმ ბიზნესოპერატორების იდენტიფიცირებას, რომლებიც დაკავშირებული არიან შესაძლო შეუსაბამობასთან; დ) მონაცემებს ინფორმაციასთან დაკავშირებული ცხოველებისა თუ საქონლის შესახებ; ე) ნებისმიერ ინფორმაციას მოსალოდნელი რისკების შესახებ; ვ) მითითებას იმაზე, უკავშირდება თუ არა შეტყობინება შეუსაბამობის შესაძლო შემთხვევას, რომელიც ჩადენილია თაღლითური ქმედებებით. 2. კომისიის საკონტაქტო პუნქტი ამოწმებს შეუსაბამობის შესახებ თითოეულ შეტყობინებას მისი გაცვლის შემდეგ, გაუმართლებელი შეფერხების გარეშე.
მუხლი 16. საგანგაშო შეტყობინება 1. სააგენტომ, როგორც RASFF-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტმა, გაუმართლებელი შეფერხების გარეშე და ნებისმიერ შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში უნდა წარუდგინოს კომისიის საკონტაქტო პუნქტს საგანგაშო შეტყობინებები იმ რისკების შესახებ, რომელთა შესახებაც მათ ეცნობათ. 2. საგანგაშო შეტყობინებები უნდა შეიცავდეს ამ წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას და ყველა ინფორმაციას რისკისა და პროდუქტის შესახებ, საიდანაც წარმოიშობა რისკი. თუმცა, ის ფაქტი, რომ ყველა შესაბამისი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის შეგროვებული, არ უნდა გახდეს საგანგაშო შეტყობინების გადაცემის გაუმართლებელი შეფერხების მიზეზი. 3. სააგენტომ, როგორც RASFF-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტმა, კომისიის სამუშაო საათების მიღმა, კომისიის საკონტაქტო პუნქტს, გადაუდებელი კავშირის ნომერზე სატელეფონო ზარით უნდა აცნობოს საგანგაშო შეტყობინების ან საგანგაშო შეტყობინებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შესახებ და მიუთითონ RASFF-ის ქსელის რომელ წევრ ქვეყანასთან არის დაკავშირებული აღნიშნული საკითხი. კომისიის საკონტაქტო პუნქტმა უნდა აცნობოს RASFF-ის ქსელის შესაბამის საკონტაქტო პუნქტებს გადაუდებელი კავშირის ნომრებზე სატელეფონო ზარით.
მუხლი 17. საინფორმაციო შეტყობინება 1. სააგენტომ, როგორც RASFF-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტმა, უნდა წარუდგინოს საინფორმაციო შეტყობინებები კომისიის საკონტაქტო პუნქტს გაუმართლებელი შეფერხების გარეშე. 2. საინფორმაციო შეტყობინებები უნდა მოიცავდეს ამ წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას, ასევე ნებისმიერ ინფორმაციას რისკისა და მისი გამომწვევი პროდუქტის შესახებ. 3. კომისიის საკონტაქტო პუნქტი ამოწმებს საინფორმაციო შეტყობინებებს და მათი მიღებისთანავე, გაუმართლებელი შეფერხების გარეშე, გადასცემს განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტებს.
მუხლი 18. სიახლეების შესახებ შეტყობინება 1. სააგენტომ, როგორც განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტმა, უნდა წარუდგინონ სიახლეების შესახებ შეტყობინებები კომისიის საკონტაქტო პუნქტს. 2. სიახლეების შესახებ შეტყობინებები უნდა შეიცავდეს ამ წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ყველა ინფორმაციას, არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 19. შეტყობინება საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ 1. სააგენტომ, როგორც RASFF-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტმა, გაუმართლებელი შეფერხების გარეშე, უნდა გადასცეს საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ შეტყობინებები განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტს. 2. საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ შეტყობინებები უნდა შეიცავდეს ამ წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ყველა ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას რისკისა და მისი გამომწვევი პროდუქტის შესახებ. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია TRACES-ის სისტემის საშუალებით უნდა გაეგზავნოს სასაზღვრო კონტროლის ყველა პუნქტს (შემდგომ - სკპ).
მუხლი 20. თაღლითობის შესახებ შეტყობინება 1. სააგენტო, როგორც თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელის საკონტაქტო პუნქტი, ვალდებულია გაცვალოს თაღლითობის შესახებ შეტყობინებები თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელის საკონტაქტო პუნქტებთან. აღნიშნული შეტყობინება(ები) უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს: ა) ამ წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ყველა ინფორმაციას; ბ) საეჭვო / სავარაუდო თაღლითური პრაქტიკის აღწერას; გ) შესაძლებლობის შემთხვევაში, ჩართული/მონაწილე ბიზნესოპერატორების იდენტიფიცირებას; დ) ინფორმაციას იმის თაობაზე, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება საეჭვო/სავარაუდო თაღლითურ პრაქტიკასთან დაკავშირებით; ე) ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოს ან სასამართლო ორგანოს მიერ ნებისმიერი მითითებების შესახებ, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება და დაექვემდებარება გასაჯაროებას. 2. სააგენტომ, როგორც თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელის საკონტაქტო პუნქტმა, გაუმართლებელი შეფერხების გარეშე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ კომპეტენტური ორგანოს, როგორც RASFF-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტს.
მუხლი 21. დამატებითი შეტყობინებები 1. თუ განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის წევრი ფლობს დამატებით ინფორმაციას პირველად შეტყობინებასთან დაკავშირებით, შესაბამისი საკონტაქტო პუნქტ(ებ)ი დაუყოვნებლივ უგზავნის დამატებით შეტყობინებას აღნიშნულ ქსელს. 2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულმა საკონტაქტო პუნქტმა მოითხოვა პირველად შეტყობინებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, განგაშისა და თანამშრომლობის ქსელს წარედგინება აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებლობის ფარგლებში და გაუმართლებელი შეფერხების გარეშე. 3. თუ RASFF-ის ქსელის წევრი იღებს ზომებს პირველადი შეტყობინების მიღების საფუძველზე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი საკონტაქტო პუნქტი დაუყოვნებლივ უგზავნის დეტალურ დამატებით შეტყობინებას განგაშისა და თანამშრომლობის ქსელს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედება მოიცავს პროდუქტის დაკავებას და გამომგზავნ ქვეყანაში დაბრუნებას, რომელიც RASFF-ის ქსელის წევრია: ა) კომპეტენტურმა ორგანომ, რომელიც განახორციელებს ქმედებებს, დამატებით შეტყობინებაში უნდა წარადგინოს დაბრუნებული პროდუქტის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ინფორმაცია უკვე სრულად იყო მოცემული პირველად შეტყობინებაში; ბ) კომპეტენტურმა ორგანომ დამატებით შეტყობინებაში უნდა წარადგინოს დაბრუნებულ პროდუქტზე მიღებული ქმედებების შესახებ ინფორმაცია. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, თუ დამატებითი შეტყობინება ცვლის პირველადი შეტყობინების კლასიფიკაციას ისე, რომ იგი ხდება საგანგაშო ან საინფორმაციო შეტყობინება, განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის წევრი წარუდგენს აღნიშნულ შეტყობინებას კომისიის საკონტაქტო პუნქტს ვერიფიკაციისათვის და განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტებისთვის გადასაცემად, ამ წესების მე-16 მუხლით ან მე-17 მუხლით დადგენილ ვადებში.
მუხლი 22. iRASFF-ის შეტყობინებებზე წვდომა 1. კომპეტენტურ ორგანოს აქვს წვდომა საგანგაშო, საინფორმაციო, სიახლეების ან საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის შესახებ შეტყობინებებზე. 2. შეუსაბამობის შესახებ შეტყობინებებზე წვდომა აქვთ მხოლოდ შეტყობინების გამგზავნ, მიმღებ და მოთხოვნის მიმღებ განგაშის და თანამშრომლობის ქსელის წევრებს, თუმცა ქსელის სხვა წევრებს აქვთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც განსაზღვრულია ამ წესების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. 3. თაღლითობის შესახებ შეტყობინებებზე წვდომა აქვთ მხოლოდ შეტყობინების გამგზავნ, მიმღებ და მოთხოვნის მიმღებ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელის წევრებს.
მუხლი 23. შეტყობინებების გამოხმობა და ცვლილებები 1. თუ განსახორციელებელი ქმედება ეფუძნება დაუსაბუთებელ ინფორმაციას ან როდესაც შეტყობინება შეცდომით იქნა გადაცემული, სააგენტოს, როგორც განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტს, შეუძლია მოსთხოვოს: ა) შეტყობინების გამგზავნ ქსელის წევრს, გამოიხმოს შეუსაბამობის, თაღლითობის შესახებ შეტყობინება ან დამატებითი შეტყობინება; ბ) კომისიის საკონტაქტო პუნქტს, შეტყობინების გამგზავნი საკონტაქტო პუნქტის თანხმობით, გამოიხმოს საგანგაშო, საინფორმაციო, საზღვარზე საქონლის შემოტანაზე უარის ან სიახლეების შესახებ შეტყობინება. 2. სააგენტო, როგორც განგაშისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტი, უფლებამოსილია მოითხოვოს შეტყობინებაში ცვლილებების შეტანა, შეტყობინების გამგზავნი საკონტაქტო პუნქტის თანხმობით. 3. დამატებითი შეტყობინება არ უნდა განიხილებოდეს შეტყობინების ცვლილებად და, შესაბამისად, მისი გადაცემა შესაძლებელია ქსელის ნებისმიერი სხვა წევრის თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დამატებითი შეტყობინება ცვლის შეტყობინების კლასიფიკაციას.
მუხლი 24. შეტყობინების დახურვა და პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა 1. შეტყობინება ავტომატურად იხურება iRASFF-ის სისტემაში, ერთ-ერთ შემთხვევაში, თუ: ა) დამატებითი მოთხოვნები არ არის წარმოდგენილი; ბ) ყველა მოთხოვნაზე პასუხი მიღებულია; გ) ბოლო მოთხოვნაზე პასუხი არ არის მოწოდებული მისი გადაცემიდან 6 თვის განმავლობაში. 2. დახურული შეტყობინებებით მიღებული პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში.
მუხლი 25. საგანგებო ღონისძიებები iRASFF-ისთვის 1. თუ iRASFF-ის სისტემა მიუწვდომელია: ა) კომპეტენტურმა ორგანომ, როგორც RASFF-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტმა, კომისიის საკონტაქტო პუნქტს გადაუდებელი კავშირის ნომერზე სატელეფონო ზარით წინასწარ უნდა აცნობოს საგანგაშო შეტყობინების ან შემდგომი ქმედებების შესახებ შეტყობინების ელექტრონული ფოსტით გადაცემის შესახებ; ბ) AAC-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტმა უნდა განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა AAC ქსელის სხვა საკონტაქტო პუნქტებთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით; გ) თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელის საკონტაქტო პუნქტმა ინფორმაცია თაღლითობის შეტყობინებების შესახებ, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელის სხვა საკონტაქტო პუნქტებთან უნდა გაცვალოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა ინფორმაციის გაცვლამ არ უნდა გამოიწვიოს მოთხოვნისა და პასუხის მექანიზმის ამოქმედება. 2. როგორც კი iRASFF-ის სისტემა კვლავ გახდება ხელმისაწვდომი, გაფრთხილებისა და თანამშრომლობის ქსელის საკონტაქტო პუნქტებმა მასში უნდა შეიტანონ ინფორმაცია, რომელიც გაცვლილი იყო სისტემის ფარგლებს მიღმა.
თავი III ADIS
მუხლი 26. ADIS-ის ქსელი 1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განსაზღვროს, სულ მცირე, ერთი საკონტაქტო პუნქტი, რომელიც, ამ წესებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია ADIS-ში მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენაზე. 2. ADIS-ის ქსელის თითოეულმა საკონტაქტო პუნქტმა უნდა შეინახოს და განაახლოს ADIS-ში ქსელის წევრი სახელმწიფოს მიერ შედგენილი შეტყობინებებისა და ანგარიშგების რეგიონების სია.
მუხლი 27. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა პერსონალური მონაცემები ევროკავშირის შეტყობინებებიდან და ევროკავშირის ანგარიშებიდან, რომლებიც მითითებულია ამ წესების 26-ე მუხლის პირველ პუნქტში, ინახება ADIS-ში არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში.
მუხლი 28. საგანგებო ღონისძიებები ADIS-ისთვის 1. თუ ADIS-ი მიუწვდომელია, ADIS-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტებმა უნდა წარადგინონ მონაცემები და ინფორმაცია შეტყობინებებთან და ამ წესების 26-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ანგარიშებთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებებით, რომლებიც მითითებულია კომისიის ვებგვერდზე. 2. როგორც კი ADIS-ი ხელახლა გახდება ხელმისაწვდომი, ADIS-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტებმა მასში უნდა ჩასვან სისტემის გარეთ გაცვლილი ინფორმაცია.
თავი IV EUROPHYT
მუხლი 29. EUROPHYT-ის ქსელი აფეთქების შესახებ კომპეტენტურმა ორგანომ უნდა განსაზღვროს საკონტაქტო პუნქტი, რომელიც პასუხისმგებელია EUROPHYT-ის აფეთქების შესახებ შეტყობინებების EUROPHYT-ში გაგზავნაზე.
მუხლი 30. აფეთქების შესახებ EUROPHYT-ის შეტყობინებების გაგზავნა EUROPHYT-ის ქსელში 1. EUROPHYT-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტებმა EUROPHYT-ში უნდა წარადგინონ აფეთქების შესახებ შეტყობინება, რომელიც შეიცავს ამ წესების დანართ №1-ის - „ამ წესების 30-ე მუხლში მითითებული შეტყობინებების შინაარსის“ ნაწილი 1-ის „ა“ და „გ“ პუნქტებში, ნაწილი 2-ის, ნაწილი 3-ის „ა“, ნაწილი 4-ის „ა“, ნაწილი 5-ის „ა“ და „ბ“, ნაწილი 6-ის „დ“ პუნქტებში და ნაწილი 8-ში მითითებულ ინფორმაციას, ამ წესებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მავნებლის არსებობის შესახებ კომპეტენტური ორგანოს მიერ ოფიციალური დადასტურების თარიღიდან არაუგვიანეს 8 სამუშაო დღის განმავლობაში. 2. თუ მავნებლის არსებობა ოფიციალურად დადასტურებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეტყობინება ასევე უნდა შეიცავდეს ამ წესების დანართ №1-ის ნაწილი 5-ის „ვ“ პუნქტში მითითებულ ინფორმაციას. 3. EUROPHYT-ის საკონტაქტო პუნქტებმა EUROPHYT-ში უნდა წარადგინონ შეტყობინება, რომელიც შეიცავს ამ წესების დანართ №1-ის ნაწილი 1-ის „ა“, ნაწილი 3-ის „ბ“, ნაწილი 4-ის „ბ“-„დ“, ნაწილი 5-ის „გ“-„ვ“, ნაწილი 6 -ის „ა“-„გ“ „ე“-„ზ“, პუნქტებში ნაწილი 7-ის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტები და ნაწილი 9-ში და ნაწილი 10-ში მითითებულ ინფორმაციას, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შესაბამისი თარიღიდან არაუგვიანეს ოცდაათი დღისა. 4. EUROPHYT-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტებმა უნდა განაახლონ ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული შეტყობინებები, მას შემდეგ, რაც დადასტურდება შესაბამისი ახალი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ან კომპეტენტურმა ორგანომ განახორციელა განახლებული ზომები. 5. ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების შინაარსი დადგენილია ამ წესების დანართ №1-ით.
მუხლი 31. აფეთქების შესახებ EUROPHYT-ის შეტყობინებების პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეინახოს პერსონალური მონაცემები EUROPHYT-ის აფეთქების შესახებ შეტყობინებებიდან არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში.
თავი V TRACES
მუხლი 32. TRACES-ის ქსელი ამ წესების მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შეზღუდვის გარეშე, TRACES-ის ქსელის თითოეულმა წევრმა უნდა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე საკონტაქტო პუნქტი ფუნქციონალური შესაძლებლობების განსახორციელებლად, რომლებიც განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 112-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 113-ე მუხლისა და ასევე TRACES-თან დაკავშირებულ საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებში.
მუხლი 33. TRACES-ში მონაცემებზე, ინფორმაციასა და დოკუმენტებზე წვდომა 1. თითოეულ ბიზნესოპერატორს უნდა ჰქონდეს წვდომა იმ მონაცემებზე, ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, რომელსაც იგი „TRACES “-ში ამუშავებს, ქმნის ან გადასცემს. 2. თითოეულ კომპეტენტურ ორგანოს უნდა ჰქონდეს წვდომა TRACES-ში მისი პასუხისმგებლობის სფეროს ფარგლებში დამუშავებულ, შექმნილ ან გადაცემულ მონაცემებზე, ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, რაც ხორციელდება მისი თანამშრომლების ან TRACES-ში მისი მართვის ქვეშ მოქმედი ბიზნესოპერატორების მიერ. 3. თუ TRACES-ში მონაცემების, ინფორმაციის ან დოკუმენტების დამუშავებას, შექმნას ან გადაცემას ერთზე მეტი კომპეტენტური ორგანო ახორციელებს, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა ყველა ასეთ მონაცემზე, ინფორმაციასა და დოკუმენტზე. 4. იმ სუბიექტებს, რომლებიც არ მონაწილეობენ TRACES-ში მონაცემების, ინფორმაციის ან დოკუმენტების დამუშავებაში, შექმნასა ან გადაცემაში, ან რომლებიც ჩართული არ არიან შესაბამისი პროდუქტის ბაზარზე განთავსებასა ან გადაადგილებაში, არ უნდა ჰქონდეთ წვდომა აღნიშნულ მონაცემებზე, ინფორმაციასა ან დოკუმენტებზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებიდან გამონაკლისის სახით, კომპეტენტურ ორგანოს უნდა ჰქონდეთ წვდომა იმ მონაცემებზე, ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, რომლებიც ეხება ტვირთის შემოტანაზე უარის ან შესაბამისი ქმედების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას, №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 66-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 34. TRACES-სა და სხვა ელექტრონულ სისტემებს შორის მონაცემთა გაცვლა 1. TRACES-სა და სხვა ელექტრონულ სისტემებს შორის, ეროვნული სისტემების ჩათვლით, მონაცემთა გაცვლა უნდა იყოს სინქრონული, ორმხრივი და ეფუძნებოდეს U№/CEFACT, IPPC და OIE სტანდარტებს. 2. TRACES -სა და ეროვნულ სისტემებს შორის მონაცემთა გაცვლა ხორციელდება TRACES -ში არსებული საცნობარო მონაცემების გამოყენებით.
მუხლი 35. ქსელის წევრი ქვეყნების ორგანოებს შორის თანამშრომლობა ქვეყანაში შემომავალ ტვირთებთან დაკავშირებით 1. №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 75-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამშრომლობის მიზნებისათვის, საბაჟო ორგანოს აქვს წვდომა სხვა ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ ცხოველებთან და საქონელთან დაკავშირებულ მონაცემებზე, ინფორმაციასა და დოკუმენტებზე, აგრეთვე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულია ზემოაღნიშნული წესების მე-7 თავის – „საქართველოში შემომსვლელი ცხოველების და საქონლის სახელმწიფო კონტროლის“ 43-ე -77-ე მუხლებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შედეგად. აღნიშნული წვდომა უზრუნველყოფილია ერთ-ერთი საშუალებით: ა) TRACES -ით ან ეროვნული სისტემების მეშვეობით; ბ) საბაჟოს „ერთი ფანჯრის” ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებულია „TRACES“-თან. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წვდომა არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს, რომ ყოველგვარი გაუმართლებელი შეფერხების გარეშე, დროულად და ორმხრივად მოხდეს შესაბამისი მონაცემების, ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცვლა.
მუხლი 36. საქართველოში შემომავალი ცხოველებისა და საქონლის ტვირთებისთვის ელექტრონული სერტიფიკატების გაცემისა და ელექტრონული ხელმოწერების გამოყენების წესი 1. ცხოველთა ჯანმრთელობის ელექტრონული სერტიფიკატები, ოფიციალური სერტიფიკატები და ცხოველთა ჯანმრთელობის/ოფიციალური სერტიფიკატები საქართველოში შემომავალი ცხოველებისა და საქონლის ტვირთებისთვის უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ მოთხოვნას: ა) ისინი გაცემული უნდა იყოს შემდეგ ერთ-ერთ სისტემაში: ა.ა) TRACES; ა.ბ) ეროვნული სისტემა; ა.გ) სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ელექტრონული სერტიფიცირების სისტემა, რომელსაც შეუძლია მონაცემთა გაცვლა TRACES-თან; ა.დ) სხვა ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ელექტრონული სერტიფიცირების სისტემა, რომელსაც შეუძლია მონაცემთა გაცვლა საქართველოს ეროვნულ სისტემასთან; ბ) ისინი ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ თავისი ელექტრონული ხელმოწერით; გ) იგი დამოწმებული უნდა იყოს გამცემი კომპეტენტური ორგანოს განვითარებული ან კვალიფიციური ელექტრონული ბეჭდით, ან თავისი კანონიერი წარმომადგენლის განვითარებული ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. 2. თუ ცხოველთა ჯანმრთელობის ელექტრონული სერტიფიკატები, ოფიციალური სერტიფიკატები და ცხოველთა ჯანმრთელობის/ოფიციალური სერტიფიკატები გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ან „ა.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო არ არის. 3. საქართველოს წინასწარ უნდა ეცნობოს ცხოველთა ჯანმრთელობის ელექტრონული სერტიფიკატების, ოფიციალური სერტიფიკატებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის/ოფიციალური სერტიფიკატების გაცემის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 4. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიიღოს ელექტრონული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატები, რომლებიც აუცილებელია მცენარეების, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ან „ა.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
მუხლი 37. ცხოველებისა და საქონლის გადაადგილებისთვის ელექტრონული სერტიფიკატებისა და კომერციული დოკუმენტების გაცემა და ელექტრონული ხელმოწერების გამოყენება ცხოველთა ჯანმრთელობის ელექტრონული სერტიფიკატები, ოფიციალური სერტიფიკატები და ცხოველების ჯანმრთელობის/ოფიციალური სერთიფიკატები ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, გასამრავლებელი (გენეტიკური) მასალის გადაადგილებისთვის და ელექტრონული კომერციული დოკუმენტები ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა და მეორეული პროდუქტების, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებისთვის, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს: ა) გაცემული უნდა იყოს TRACES-ში; ბ) ხელმოწერილი უნდა იყოს სახელმწიფო/ოფიციალური ვეტერინარის ან მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირის (ავტორიზებული პირი) მიერ თავისი ელექტრონული ხელმოწერით; გ) მათზე დატანილი უნდა იყოს გამცემი კომპეტენტური ორგანოს განვითარებული ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
მუხლი 38. მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების ექსპორტისა და რეექსპორტისთვის ელექტრონული სერტიფიკატების გაცემისა და ელექტრონული ხელმოწერების გამოყენების წესი საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყანაში მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების ექსპორტის ან რეექსპორტისთვის ელექტრონული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატები გაიცემა შემდეგ ერთ-ერთი სისტემაში: ა) TRACES, იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ მოთხოვნას: ა.ა) სერტიფიკატი ხელმოწერილი და დამოწმებულია მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირის მიერ თავისი ელექტრონული ხელმოწერით; ა.ბ) სერტიფიკატი დამოწმებულია გამცემი კომპეტენტური ორგანოს განვითარებული ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; ბ) სხვა ქვეყნის ეროვნულ სისტემაში, თუ სერტიფიკატი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ მოთხოვნას: ბ.ა) სერტიფიკატი ხელმოწერილი და დამოწმებულია მასერტიფიცირებელი უფლებამოსილი პირის მიერ თავისი ელექტრონული ხელმოწერით; ბ.ბ) ასახულია TRACES-ში მასერტიფიცირებელი ოფიცრის მიერ ელექტრონული ხელმოწერისთანავე და დადასტურებულია გამცემი კომპეტენტური ორგანოს განვითარებული ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
მუხლი 39. ჯანმრთელობის შესახებ საერთო შესვლის დოკუმენტის ფორმა და მისი წარდგენისა და გამოყენების ინსტრუქცია 1. „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტი“ (შემდგომ – CHED) უნდა შეიცავდეს ამ წესების დანართ №2-ის „ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტი“-ს (CHED)“ პირველ ნაწილში – “CHED-ის ჩანაწერები და განმარტებითი შენიშვნები” მითითებული ინფორმაციის შესავსებად განკუთვნილ ველებს და გამოიყენება ბიზნესოპერატორისა და კომპეტენტური ორგანოს მიერ №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამავე დადგენილების 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტვირთების კატეგორიების მიმართ: ა) „CHED-A“, შედგენილი ამ წესების დანართ №2-ის მე-2 ნაწილის „A“ სექციის შაბლონის შესაბამისად, ცხოველთა პარტიებისთვის, რომლებიც: ა.ა) განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით; ან ა.ბ) საქართველოში შემოტანისას ექვემდებარება №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ზომებს; ბ) „CHED-P“, რომელიც შედგენილია ამ წესების დანართი №2-ის მე-2 ნაწილის „B“ სექციის შაბლონის შესაბამისად, იმ პროდუქციის ტვირთებისთვის, რომლებიც: ბ.ა) განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით; ან ბ.ბ) საქართველოში შემოტანისას ექვემდებარება №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ზომებს; გ) „CHED-PP“, რომელიც შედგენილია ამ წესების დანართი №2-ის მე-2 ნაწილის „C“ სექციის შაბლონის შესაბამისად, შემდეგი ტვირთებისთვის: გ.ა) მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები, რომლებიც განსაზღვრულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით; ან გ.ბ) მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები, რომლებიც საქართველოში შემოტანისას ექვემდებარება №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ღონისძიებას ან პირობას; ან გ.გ) განსაზღვრული წარმოშობის ან წარმომავლობის მქონე კონკრეტულ მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტები, რომელთა მიმართაც აუცილებელია მინიმალური დონის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, რათა სათანადო რეაგირება მოხდეს მცენარეთა ჯანმრთელობისთვის აღიარებულ საერთო საფრთხეებსა და რისკებზე; დ) „CHED-D“, რომელიც შედგენილია ამ წესების დანართ №2-ის მე-2 ნაწილის „D“ სექციის შაბლონის შესაბამისად, იმ არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და ცხოველის საკვების ტვირთებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოტანისას ექვემდებარება №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზომას ან პირობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული CHED-ი უნდა იყოს: ა) შედგენილი, სულ მცირე, ინგლისურ ენაზე; ბ) სათანადოდ შევსებული ამ წესების დანართ №2-ის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განმარტებითი ჩანაწერების შესაბამისად: ბ.ა.) ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორის მიერ, რაც დაკავშირებულია ტვირთის დეტალების შესახებ ინფორმაციასთან, როგორც აღწერილია დანართი №2-ის მეორე ნაწილის A-D სექციების შაბლონების I ნაწილში; ბ.ბ) სკპ-ის ან საკონტროლო პუნქტის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც შეეხება ინფორმაციას ტვირთზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, როგორც ეს აღწერილია დანართ №2-ის მე-2 ნაწილის A-D სექციების შაბლონების II ნაწილში; ბ.გ) გასვლის ან საბოლოო დანიშნულების სასაზღვრო კონტროლის პუნქტის კომპეტენტური ორგანოს, ან ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც შეეხება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ტვირთზე გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციას, როგორც ეს აღწერილია ამავე დანართ №2-ის მე-2 ნაწილის A-D სექციების შაბლონების III ნაწილში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან გამონაკლისის სახით, საქართველოს შეუძლია განაცხადოს თანხმობა, რომ CHED შედგენილ იქნეს სხვა ენაზე.
მუხლი 40. ელექტრონული CHED-ის გამოყენება CHED-ის გამოყენება ელექტრონულ ფორმატში ბიზნესოპერატორის ან კომპეტენტური ორგანოს მიერ, ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი სისტემის საშუალებით: ა) TRACES , იმ პირობით, რომ CHED აკმაყოფილებს ყველა შემდეგ მოთხოვნას: ა.ა.) მას ხელს აწერს ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორი თავისი ელექტრონული ხელმოწერით; ა.ბ) მას ხელს აწერს სახელმწიფო/ოფიციალური ვეტერინარი, მცენარეთა სიჯანსაღის სახელმწიფო/ოფიციალური ოფიცერი ან სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ან საკონტროლო პუნქტებში უფლებამოსილი ოფიცერი მისი ელექტრონული ხელმოწერით; ა.გ) დამოწმებულია გამცემი კომპეტენტური ორგანოს განვითარებული ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; ბ) სხვა ქვეყნის ეროვნული სისტემა, იმ პირობით, რომ CHED აკმაყოფილებს ყველა შემდეგ მოთხოვნას: ბ.ა) მას ხელს აწერს ტვირთზე პასუხისმგებელი ბიზნესოპერატორი თავისი ელექტრონული ხელმოწერით; ბ.ბ) მას ხელს აწერს სახელმწიფო/ოფიციალური ვეტერინარი, მცენარეთა სიჯანსაღის სახელმწიფო/ოფიციალური ოფიცერი ან სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ან საკონტროლო პუნქტებში უფლებამოსილი ოფიცერი მისი ელექტრონული ხელმოწერით; ბ.გ) იგი აისახება TRACES-ში ტვირთის ოფიციალური კონტროლის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებისთანავე და დამოწმებულია გამცემი კომპეტენტური ორგანოს განვითარებული ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
მუხლი 41. ელექტრონული სერტიფიკატების და CHED-ების და მათგან მიღებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები 1. ამ წესების 36-ე-38-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატებისა და CHED - ების ერთიანობის შენარჩუნების მიზნებისთვის, ელექტრონულ ხელმოწერებთან, ელექტრონულ ბეჭდებთან, დროის კვალიფიციურ აღნიშვნასა და ელექტრონულ გაცვლებთან დაკავშირებული შესაბამისი მონაცემები შენახული უნდა იქნეს TRACES-ში და ეროვნულ სისტემებში, სულ მცირე, 3 წლის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატებიდან და CHED -ებიდან მიღებული პერსონალური მონაცემები შენახული უნდა იქნეს TRACES- ის სისტემაში და ეროვნულ სისტემებში არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში.
მუხლი 42. საკონტროლო ერთეულების ნუსხა TRACES-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტი აწარმოებს და განაახლებს TRACES-ის საკონტროლო ერთეულების ნუსხას, რომელიც დანიშნულია TRACES -ის მიზნებისთვის.
მუხლი 43. სასაზღვრო კონტროლის პუნქტებისა და საკონტროლო პუნქტების ნუსხა 1. TRACES-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტი, რომელიც დანიშნულია №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 59-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, აწარმოებს და განაახლებს TRACES-ის სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ნუსხას, 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისა და საქონლის ერთ ან მეტ კატეგორიაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულმა საკონტაქტო პუნქტმა TRACES-ში უნდა შეიტანოს ინფორმაცია თითოეული აღიარებული სასაზღვრო კონტროლის პუნქტის შესახებ: ა) ამ წესების დანართი №3-ით „სასაზღვრო კონტროლის პუნქტების სიების ფორმა“ განსაზღვრული ფორმის გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს №24 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-60 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ბ) ამ წესების დანართი №4 – „სპეციფიკაციები და აბრევიატიურებით“ განსაზღვრული სპეციფიკაციები და აბრევიატურები.
მუხლი 44. საცნობარო მონაცემთა სიები 1. TRACES ქსელის საკონტაქტო პუნქტი ვალდებულია შეინახოს და განაახლოს TRACES-ის სისტემაში შემდეგი სიები: ა) სურსათის ბიზნესოპერატორები, რომლებიც აღიარებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ბიზნესოპერატორები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკარგვასთან, ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბერის №605 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; გ) საკონტროლო პუნქტები, რომლებსაც „საკონტროლო პუნქტების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 თებერვლის №63 დადგენილებით დამტკიცებული „საკონტროლო პუნქტის კრიტერიუმების“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საგენტოს მიერ მინიჭებული აქვს ავტორიზაცია; დ) ხანგრძლივი მგზავრობის განმახორციელებელი გადამზიდავები, რომლებსაც „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №317 დადგენილების თანახმად, სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს ავტორიზაცია; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ცხოველთა, მათ შორის აკვაკულტურის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად აღიარებული ბიზნესოპერატორები; ვ) გადამზიდავები, რომლებსაც „ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების დროს ცხოველთა დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №317 დადგენილების თანახმად, სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს ავტორიზაცია; ზ) ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია მცენარეებთან, მცენარეულ პროდუქტებთან და სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტებთან, რომლებიც საჭიროებენ ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა საკონტაქტო პუნქტებმა TRACES -ის სისტემაში ინფორმაცია უნდა შეიტანონ კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 45. გეგმური ან არაგეგმური მიუწვდომლობის შემთხვევაში „TRACES“-ისა და ქსელის წევრი ქვეყნების ეროვნული სისტემების საგანგებო ღონისძიებები 1. TRACES-ის ქსელის საკონტაქტო პუნქტებს უნდა გააჩნდეს საჯარო საცავი ინტერნეტში, ყველა იმ დოკუმენტის შესავსები შაბლონით, რომელიც შეიძლება გაიცეს TRACES-ში ან ქსელის წევრი სახელმწიფოს ეროვნულ სისტემაში, ამ წესების შესაბამისად. 2. თუ ქსელის წევრი სახელმწიფოს ეროვნული სისტემა, TRACES ან მათი ერთ-ერთი ფუნქცია მიუწვდომელია ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მათ მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ შესავსები ბეჭდური ან ელექტრონული შაბლონი, როგორც ეს მითითებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, ინფორმაციის ჩასაწერად და გაცვლისთვის. 3. მას შემდეგ, როგორც კი ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული სისტემები ან ფუნქციონირება კვლავ გახდება ხელმისაწვდომი, მათმა მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ასახული ინფორმაცია ამ წესით მოთხოვნილი დოკუმენტების ელექტრონულად წარმოებისთვის. 4. როდესაც TRACES-ის ქსელის წევრი სახელმწიფოს ეროვნული სისტემა ან მათი ერთ-ერთი ფუნქცია მიუწვდომელია, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დროებით წარმოადგინონ და ელექტრონულად გაცვალონ ყველა საჭირო დოკუმენტი ხელმისაწვდომ სისტემაში და TRACES ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები არ გამოიყენონ. კომისია და ეროვნული სისტემების მფლობელები განახორციელებენ ამ დოკუმენტების გაცვლას ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად შედგენილ დოკუმენტებზე უნდა იყოს დატანილი ტექსტი „შექმნილია საგანგებო სიტუაციის დროს“. 6. TRACES-ის ქსელის ეროვნულმა საკონტაქტო პუნქტმა, TRACES-ის საშუალებით, ორი კვირით ადრე უნდა აცნობოს მომხმარებლებს ნებისმიერი გეგმური მიუწვდომლობის შესახებ, მიუთითოს მისი ხანგრძლივობა და მიზეზი.
დანართი №1
ამ წესების 30-ე მუხლში მითითებული შეტყობინებების შინაარსი
ნაწილი 1. ზოგადი ინფორმაცია ა) დასახელება – შეიყვანეთ შესაბამისი მავნებლის სამეცნიერო დასახელება, გავრცელების არეალი და პირველად არის წარმოდგენილი თუ არა. სამეცნიერო სახელი უნდა იყოს ერთ-ერთი ჩამოთვლილთაგან: ა.ა) მავნებლის სამეცნიერო სახელწოდება, მათ შორის პათოვარი; ა.ბ) თუ ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული სამეცნიერო სახელწოდება, პათოვარის ჩათვლით, და ამ ორგანიზაციის დასახელება; ა.გ) თუ არ ივსება ამ ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები, სამეცნიერო დასახელება მიუთითეთ ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდან, ამ წყაროზე მითითებით. შეგიძლიათ წარმოადგინოთ განმარტებითი შენიშვნები. ბ) შემაჯამებელი რეზიუმე – ამ დანართის მე-3-მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოკლე შინაარსი. გ) შეიყვანეთ ერთ-ერთი შემდეგი: გ.ა) ნაწილობრივი შეტყობინება ამ წესების 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად; გ.ბ) შეტყობინება ამ წესების 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; გ.გ) შეტყობინების განახლება ამ წესების 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; გ.დ) დასკვნითი შენიშვნა ზომების შეწყვეტის და შეწყვეტის მიზეზის შესახებ.
ნაწილი 2. კომპეტენტური ორგანო და პასუხისმგებელი პირები ა) შეტყობინების წარმდგენი კომპეტენტური ორგანოს დასახელება – ჩაწერეთ სიტყვები „შეტყობინება“-დან, რასაც მოჰყვება კომპეტენტური ორგანოს და ქვეყნის დასახელება; ბ) საკონტაქტო პირი კომპეტენტურ ორგანოში – შეიყვანეთ იმ პირის სახელი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც დასახელებულია შეტყობინებისთვის კონტაქტად. თუ ერთზე მეტი პირია დასახელებული, მიუთითეთ მიზეზები.
ნაწილი 3. მავნებლის გავრცელების არეალი ა) რაც შეიძლება ზუსტად მიუთითეთ მავნებლის არსებობის ადგილი, სულ მცირე, ადმინისტრაციული რეგიონის მითითებით (მაგ., მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი); ბ) მიამაგრეთ მდებარეობის ერთი ან მეტი რუკა.
ნაწილი 4. შეტყობინების მიზეზი, ტერიტორიის მავნებლის სტატუსი და დაინტერესებული ქვეყანა ა) შეიყვანეთ ერთ-ერთი შემდეგი: ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე მავნებლის პირველი დადასტურება ან სავარაუდო არსებობა; ა.ბ) მავნებლის დადასტურებული ან სავარაუდო არსებობა საქართველოს ტერიტორიის ნაწილში, სადაც მისი არსებობა აქამდე არ იყო ცნობილი (საჭიროების შემთხვევაში მიუთითეთ, რომ მავნებელი გაჩნდა ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ადრე არსებობდა, მაგრამ აღმოიფხვრა); ბ) მავნებლის სტატუსი იმ ტერიტორიაზე, სადაც ნაპოვნი არის მავნებელი, ოფიციალური დადასტურების შემდეგ – შეიყვანეთ, განმარტებითი შენიშვნით, ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან: ბ.ა) არსებობს ტერიტორიის ყველა ნაწილში; ბ.ბ) არსებობს მხოლოდ ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილებში; ბ.გ) არსებობს ტერიტორიის კონკრეტულ ნაწილებში, სადაც მასპინძელი მცენარეები არ იზრდება; ბ.დ) არსებობს – მიმდინარეობს აღმოფხვრა; ბ.ე) არსებობს – მიმდინარეობს შეკავება; ბ.ვ) არსებობს – დაბალი გავრცელებით; ბ.ზ) არ არსებობს – მავნებელი აღმოჩენილია, მაგრამ აღმოფხვრილია; ბ.თ) არ არსებობს – მავნებელი აღმოჩენილია, მაგრამ აღარ არსებობს სხვა მიზეზების გამო, გარდა აღმოფხვრისა; ბ.ი) დროებითი (მავნებლის არსებობა არ გამოიწვევს დამკვიდრებას) – არასიცოცხლისუნარიანი; ბ.კ) დროებითი – სიცოცხლისუნარიანი, დაკვირვების ქვეშ; ბ.ლ) დროებითი – სიცოცხლისუნარიანი, აღმოფხვრის ქვეშ; ბ.მ) სხვა. გ) მავნებლის სტატუსი დაინტერესებულ ქვეყანაში მავნებლის არსებობის ან სავარაუდო არსებობის ოფიციალურ დადასტურებამდე – შეიყვანეთ განმარტებითი შენიშვნით ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან: გ.ა) არსებობს ქვეყნის ყველა ნაწილში; გ.ბ) არსებობს ქვეყნის მხოლოდ ზოგიერთ ნაწილში; გ.გ) არსებობს ქვეყნის კონკრეტულ ნაწილებში, სადაც მასპინძელი კულტურები არ იზრდება; გ.დ) არსებობს – სეზონურად; გ.ე) არსებობს – აღმოფხვრის ქვეშ; გ.ვ) არსებობს – მიმდინარეობს შეკავება (სადაც აღმოფხვრა შეუძლებელია); გ.ზ) არსებობს – დაბალი გავრცელებით; გ.თ) არ არსებობს – მავნებლის შესახებ არ არის ცნობები; გ.ი) არ არსებობს – მავნებელი აღმოფხვრილია; გ.კ) არ არსებობს – მავნებელი აღარ არსებობს სხვა მიზეზების გამო, გარდა აღმოფხვრისა; გ.ლ) არ არსებობს – მავნებლის შესახებ ცნობები უსაფუძვლოა; გ.მ) არ არსებობს – მავნებლის შესახებ ცნობები არასაიმედოა; გ.ნ) არ არსებობს – აღკვეთილი მხოლოდ; გ.ო) დროებითი – არასიცოცხლისუნარიანი; გ.პ) დროებითი – სიცოცხლისუნარიანი, მეთვალყურეობის ქვეშ; გ.ჟ) დროებითი – სიცოცხლისუნარიანი, აღმოფხვრის ქვეშ; გ.რ) სხვა. დ) მავნებლის სტატუსი დაინტერესებულ ქვეყანაში მავნებლის არსებობის ოფიციალურ დადასტურების შემდეგ – შეიყვანეთ განმარტებითი შენიშვნით ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან: დ.ა) არსებობს ქვეყნის ყველა ნაწილში; დ.ბ) არსებობს ქვეყნის მხოლოდ ზოგიერთ ნაწილში; დ.გ) არსებობს ქვეყნის კონკრეტულ ნაწილებში, სადაც მასპინძელი კულტურები არ იზრდება; დ.დ) არსებობს – სეზონურად; დ.ე) არსებობს – აღმოფხვრის ქვეშ; დ.ვ) არსებობს – მიმდინარეობს შეკავება (სადაც აღმოფხვრა შეუძლებელია); დ.ზ) არსებობს – დაბალი გავრცელებით; დ.თ) არ არსებობს – მავნებელი აღმოფხვრილია; დ.ი) არ არსებობს – მავნებელი აღარ არსებობს სხვა მიზეზების გამო, გარდა აღმოფხვრისა; დ.კ) არ არსებობს – მავნებლის შესახებ ცნობები უსაფუძვლოა; დ.ლ) არ არსებობს – მავნებლის შესახებ ცნობები არასაიმედოა; დ.მ) არ არსებობს – აღკვეთილი მხოლოდ; დ.ნ) დროებითი – არასიცოცხლისუნარიანი; დ.ო) დროებითი – სიცოცხლისუნარიანი, მეთვალყურეობის ქვეშ; დ.პ) დროებითი – სიცოცხლისუნარიანი, აღმოფხვრის ქვეშ; დ.ჟ) სხვა.
ნაწილი 5. მავნებლის აღმოჩენა, ნიმუშის აღება, ტესტირება და დადასტურება ა) როგორ აღმოაჩინეს მავნებლის არსებობა ან გაჩნდა ეჭვი მის არსებობაზე – შეიყვანეთ ერთ-ერთი შემდეგი: ა.ა) მავნებლებთან დაკავშირებული ოფიციალური მოკვლევა; ა.ბ) მოკვლევა, რომელიც დაკავშირებულია მავნებლის არსებულ ან აღმოფხვრილ აფეთქებასთან; ა.გ) ფიტოსანიტარიული კონტროლის ნებისმიერი მექანიზმი; ა.დ) ადრინდელი და შემდგომი მოკვლევა, რომელიც დაკავშირებულია მავნებლის სპეციფიკურ არსებობასთან; ა.ე) სახელმწიფო კონტროლი, გარდა ფიტოსანიტარიული მიზნებისა; ა.ვ) პროფესიონალი ოპერატორების, ლაბორატორიების ან სხვათა მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია; ა.ზ) სამეცნიერო ინფორმაცია; გარდა ამისა: ა.ზ.ა) დამატებითი კომენტარები შეგიძლიათ წარმოადგინოთ თავისუფალი ტექსტის ან თანდართული დოკუმენტების სახით; ა.ზ.ბ) თუ მონიშნავთ „სხვა“, მიუთითეთ სპეციფიკაცია; ა.ზ.გ) სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით – მიუთითეთ თარიღ(ები)ი, მეთოდის აღწერა (ვიზუალური ან სხვა შემოწმების დეტალების ჩათვლით), მოკლედ აღწერეთ შემოწმების ადგილი, აღმოჩენები და წარმოადგინეთ სურათი(ები). ა.ზ.დ) თუ ავსებთ ამ ნაწილის „ა.გ“ ან „ა.დ“ ქვეპუნქტებს, მიუთითეთ შემოწმების თარიღ(ები)ი, და აღწერეთ შემოწმების მეთოდი (ვიზუალური ან სხვა შემოწმების დეტალების ჩათვლით). შეგიძლიათ მოკლედ აღწეროთ შემოწმების ადგილი, აღმოჩენები და წარმოადგინოთ სურათი(ები);ა.თ) სხვა. ბ) აღმოჩენის თარიღი – შეიყვანეთ თარიღი, როდესაც კომპეტენტურმა ორგანომ დაადგინა მავნებლის არსებობა, გაუჩნდა ეჭვი ან პირველად იქნა ინფორმირებული მისი აღმოჩენის შესახებ. თუ მავნებელი აღმოაჩინა სხვა პირმა, გარდა კომპეტენტური ორგანოსი, შეიყვანეთ მავნებლის აღმოჩენის თარიღი და კომპეტენტური ორგანოსათვის მავნებლის არსებობაზე ინფორმაციის მიწოდების თარიღი; გ) ნიმუშის აღება ლაბორატორიული ანალიზისთვის - სადაც ეს შესაძლებელია, წარმოადგინეთ ინფორმაცია ლაბორატორიული ანალიზისთვის ნიმუშის აღების პროცედურის შესახებ, თარიღის, მეთოდისა და ნიმუშის ზომის ჩათვლით. შეგიძლიათ დაურთოთ სურათები; დ) ლაბორატორია – სადაც შესაძლებელია, შეიყვანეთ მავნებლის იდენტიფიცირებაში ჩართული ლაბორატორიის (ლაბორატორიების) დასახელება და მისამართი; ე) დიაგნოსტიკის მეთოდი – შეიყვანეთ ერთ-ერთი შემდეგი: ე.ა) რეცენზირებული პროტოკოლის მიხედვით – (მკაფიო მითითება პროტოკოლზე და, საჭიროების შემთხვევაში, მისგან ნებისმიერი გადახრა); ე.ბ) სხვა (დააკონკრეტეთ მეთოდი); ვ) მავნებლის იდენტურობის ოფიციალური დადასტურების თარიღი.
ნაწილი 6. ინფორმაცია დასნებოვნებული ტერიტორიის, აფეთქების წყაროსა და სიმძიმის შესახებ ა) დასნებოვნებული ტერიტორიის სიდიდე და დელიმიტაცია – შეიყვანეთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთი ან რამდენიმე (შეგიძლიათ მიუთითოთ მიახლოებითი რიცხვები, მაგრამ ახსენით, რატომ არ არის შესაძლებელი ზუსტი მითითება): ა.ა) დასნებოვნებული ფართობი (მ2, ჰა, კმ2); ა.ბ) დასნებოვნებული მცენარეების რაოდენობა (ერთეულები); ა.გ) დასნებოვნებული მცენარეული პროდუქტების მოცულობა (ტონა, მ3); ა.დ) GPS საკვანძო კოორდინატები ან სხვა სპეციფიკური აღწერილობა (მაგ., გეოგრაფიული კოდები (Geocodes), აეროფოტოები), რომლებიც ახდენენ ტერიტორიის დელიმიტაციას. ბ) დასნებოვნებული და მისი მიმდებარე ტერიტორიის მახასიათებლები – შეიყვანეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე: ბ.ა) ღია სივრცე – წარმოების ადგილი: ბ.ა.ა) მინდორი (სახნავი, საძოვარი); ბ.ა.ბ) ხეხილის ბაღი/ვენახი; ბ.ა.გ) სანერგე; ბ.ა.დ) ტყე; ბ.ბ) ღია სივრცე – სხვა: ბ.ბ.ა) კერძო ბაღები; ბ.ბ.ბ) საჯარო ადგილები; ბ.ბ.გ) დაცული ტერიტორიები; ბ.ბ.დ) ველური მცენარეების სხვა ადგილები, გარდა დაცული ტერიტორიებისა; ბ.ბ.ე) სხვა (გთხოვთ მიუთითოთ); ბ.გ) ფიზიკურად დახურული პირობები: ბ.გ.ა) სათბური; ბ.გ.ბ) სხვა ორანჟერიები; ბ.გ.გ) კერძო ადგილი (გარდა სათბურისა); ბ.გ.დ) საჯარო ადგილი (გარდა სათბურისა); ბ.გ.ე) სხვა (გთხოვთ მიუთითოთ). ბ.დ) გარდა ამისა, თითოეული ვარიანტისთვის მიუთითეთ, ეხება თუ არა დასნებოვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთს ან რამდენიმეს: ბ.დ.ა) დასარგავი მცენარეები; ბ.დ.ბ) სხვა მცენარეები; ბ.დ.გ) მცენარეული პროდუქტები; ბ.დ.დ) სხვა ობიექტები. გ) მასპინძელი მცენარეები დასნებოვნებული და მისი მიმდებარე ტერიტორიის სიახლოვეს – მიუთითეთ ამ ტერიტორიის მასპინძელი მცენარეების სამეცნიერო დასახელება, ამ ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად. თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ დამატებითი ინფორმაცია მასპინძელი მცენარეების სიმჭიდროვის შესახებ, ბუნებრივი საარსებო გარემოსთვის დამახასიათებელი კულტივირების მეთოდის ან ამ ტერიტორიაზე წარმოებული მგრძნობიარე მცენარეული პროდუქტების მითითებით. დ) დასნებოვნებული მცენარე(ებ)ი, მცენარეული პროდუქტი(ებ)ი და სხვა ობიექტ(ებ)ი – მიუთითეთ დასნებოვნებული მასპინძელი მცენარ(ებ)ის სამეცნიერო დასახელება. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სახეობა და მცენარეული პროდუქტებისთვის საქონლის ტიპი, საჭიროებისამებრ. ე) ტერიტორიაზე არსებული ვექტორები – სადაც შესაძლებელია, შეიყვანეთ ერთ-ერთი შემდეგი: ე.ა) ვექტორების სამეცნიერო დასახელება გვარის დონეზე მაინც; ე.ბ) თუ ამ ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტი არ ივსება, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული სამეცნიერო სახელწოდება და ამ ორგანიზაცია(ებ)ის დასახელება; ე.გ) თუ ამ ნაწილის „ე.ა“ და „ე.ბ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, სამეცნიერო სახელწოდება ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდან, ამ წყაროზე მითითებით. თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ვექტორების სიმკვრივის ან ვექტორებისთვის მნიშვნელოვანი მცენარეების მახასიათებლების შესახებ; ვ) აფეთქების სიმძიმე – აღწერეთ მიმდინარე დასნებოვნების ხარისხი, სიმპტომები და დაზიანება. საჭიროების შესაბამისად ჩართეთ პროგნოზები, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი იქნება; ზ) აფეთქების წყარო – მიუთითეთ ტერიტორიაზე მავნებლის დადასტურებული ან საეჭვო გავრცელების გზა, რომელიც დადასტურების მოლოდინშია. გარემოებების გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია მავნებლის დადასტურებული ან პოტენციური წარმოშობის შესახებ.
ნაწილი 7. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზომები 1. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზომების მიღება – შეიყვანეთ ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი და მიუთითეთ განმარტებითი შენიშვნები: ა) მიღებულია სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზომები ქიმიური, ბიოლოგიური ან ფიზიკური დამუშავების სახით; ბ) მიღებულია სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზომები, გარდა ქიმიური, ბიოლოგიური ან ფიზიკური დამუშავების ზომების სახით; გ) მიღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზომები; დ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზომები გადაწყვეტილების მოლოდინში; ე) არ მიღებულა სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზომები (განმარტეთ რატომ); ვ) სადაც დადგენილია დემარკირებული ზონა, ამ ნაწილის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში მიუთითეთ, არის თუ არა ზომები მიღებული ან მიღებული იქნება ამ ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ. 2. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზომების მიღების თარიღი (მიუთითეთ ყველა დროებითი ღონისძიების მოსალოდნელი ხანგრძლივობა). 3. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზომებს დაქვემდებარებული ტერიტორიის იდენტიფიკაცია – მიუთითეთ მეთოდი, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ ზომებს დაქვემდებარებული ტერიტორიის იდენტიფიცირებისთვის. წარმოადგინეთ ჩატარებული მოკვლევის შედეგები. 4. ოფიციალური ფიტოსანიტარიული ზომების მიზანი – შეიყვანეთ ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი: ა) აღმოფხვრა; ბ) შეკავება (სადაც აღმოფხვრა შეუძლებელია). 5. ზომები, რომლებიც გავლენას ახდენს საქონლის გადაადგილებაზე - შეიყვანეთ ერთ-ერთი შემდეგი ვარიანტი: ა) ზომები გავლენას ახდენს საქონლის იმპორტზე ან ქვეყნის შიგნით საქონლის გადაადგილებაზე (გთხოვთ აღწეროთ ზომები); ბ) ზომები გავლენას არ ახდენს საქონლის იმპორტზე ან ქვეყნის შიგნით საქონლის გადაადგილებაზე. 6. კონკრეტული კვლევები – როდესაც კვლევები ტარდება სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზომების ფარგლებში, აღწერეთ მათი მეთოდოლოგია, ხანგრძლივობა და მასშტაბი.
ნაწილი 8. მავნებლების რისკის შეფასება შეიყვანეთ ერთ-ერთი შემდეგი: ა) მავნებლების რისკის შეფასება არ მოითხოვება: ა.ა) თუ დაფიქსირდა საკარანტინო მავნებლის არსებობა, რომლის არსებობაც იქ ცნობილი არ არის; ა.ბ) საკარანტინო მავნებლის არსებობა ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ის ადრე არ იყო წარმოდგენილი; ა.გ) თუ კონკრეტული მავნებლის მიმართ განხორციელდა ისეთი ზომები, როგორიცაა კონკრეტულ ტერიტორიაზე მავნებლის ინტროდუქციის, გადაადგილების, შენახვის, გამრავლების ან გაშვების აკრძალვა და დაწესებულია მოთხოვნები მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა მცენარეული ობიექტების ამ ტერიტორიაზე შეტანასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით; ბ) მავნებლების რისკის შეფასება ან მავნებლების რისკის წინასწარი შეფასება შემუშავების პროცესშია; გ) არსებობს მავნებლების რისკის წინასწარი შეფასება – ჩამოთვალეთ ძირითადი დასკვნები და დაურთეთ მავნებლების რისკის წინასწარი შეფასება ან მიუთითეთ სად შეიძლება მისი ნახვა; დ) მავნებლების რისკი შეფასებულია – ჩამოთვალეთ ძირითადი დასკვნები და დაურთეთ მავნებლების რისკის შეფასება ან მიუთითეთ სად შეიძლება მისი ნახვა.
ნაწილი 9 დაამატეთ ბმულები შესაბამის ვებგვერდებზე და ინფორმაციის სხვა წყაროებზე.
ნაწილი 10 მიუთითეთ, უნდა გადაეცეს თუ არა ამ დანართის ნაწილი 1-ის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებში, ნაწილი 3-ის „ა“ ქვეპუნქტში, ნაწილებში 4-6, ნაწილი 7-ის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში და ნაწილ 8-ში მოცემული ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციას.
დანართი №2
ჯანმრთელობის საერთო შესვლის დოკუმენტი (CHED) ნაწილი 1 CHED - ის ჩანაწერები და განმარტებითი შენიშვნები
ზოგადი წესები ა) ამ დანართის პირველ ნაწილში მითითებული ჩანაწერები წარმოადგენს CHED-ის ელექტრონული ვერსიისათვის მონაცემთა ცნობარებს; ბ) თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ან დადგენილი, ყველა ჩანაწერი ან გრაფა ვრცელდება მეორე ნაწილში წარმოდგენილ CHED-ის შაბლონებზე; გ) CHED-ის ელექტრონული ვერსიის ბეჭდურ ასლებს დატანილი უნდა ჰქონდეს უნიკალური, მანქანით წაკითხვადი ოპტიკური ნიშანი, რომელიც ჰიპერბმულით დაკავშირებულია ელექტრონულ ვერსიასთან; დ) მონიშნეთ ერთ-ერთი გრაფა შემდეგი გრაფებიდან: 1.20-1.26 და 2.9-2.16; თითოეულ ველში მონიშნეთ მხოლოდ ერთი ვარიანტი; ე) თუ რომელიმე გრაფაში შესაძლებელია ერთი ან მეტი ვარიანტის არჩევა, CHED-ის ელექტრონულ ვერსიაში აისახება მხოლოდ თქვენ მიერ არჩეული ვარიანტ(ებ)ი; ვ) თუ რომელიმე გრაფის შევსება სავალდებულო არ არის, მისი შინაარსი ელექტრონულ ვერსიაში წარმოდგენილი იქნება გადახაზული ტექსტის სახით; ზ) ამ დანართის მეორე ნაწილში წარდგენილ CHED-ის შაბლონებში გრაფების თანმიმდევრობა, ასევე მათი ზომა და ფორმა საორიენტაციოა; თ) თუ ბეჭდის გამოყენება სავალდებულოა, მის ელექტრონულ ეკვივალენტს წარმოადგენს ელექტრონული შტამპი.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები