დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018800 |
|
ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:
ა) ქალაქ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის, გოჩა ელბაქიძის სახელი; ბ) დაბა ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ დაბა ლენტეხის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული, სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე უფლებამოსილი პირის, ლევან ლიპარტელიანის სახელი. |
| მუხლი 2 |
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები