,,საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 თებერვლის N53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 17/02/2026
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016216
90
17/02/2026
ვებგვერდი, 18/02/2026
310020000.55.067.016216
,,საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 თებერვლის N53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
,,საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 თებერვლის N53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №90

2026 წლის 17 თებერვალი

ქ. ბათუმი

„საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 თებერვლის N53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 20 თებერვლის N53 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგისა და აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესში“ და წესის:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განხილვისას, გადაამოწმოს წარმოდგენილი ინფორმაცია გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციათა რეჟიმთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, სააგენტო უფლებამოსილია წარმოდგენილი ინფორმაცია გადაამოწმოს სხვა წყაროებში, რომლებიც არ წარმოადგენს სანქციათა ოფიციალურ სიებს, თუმცა გემის და მასთან დაკავშირებული პირის შესახებ არსებული ინფორმაცია მნიშვნელოვან რისკის ქმნის მეზღვაურთა შრომითი უფლებების დასაცავად.“;

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,შ’’ და „ჩ“ პუნქტები:

„შ) გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, არ განახორციელოს მეზღვაურთა დასაქმება იმ გემზე ან იმ გემთმფლობელთან, რომელიც შეყვანილია შესაბამის სანქციათა სიაში, ან რომლის მიმართაც ვრცელდება აღნიშნული სანქციათა რეჟიმი და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს ეფექტიანი შიდა კონტროლის მექანიზმი;

ჩ) იმ შემთხვევაში, თუ მეზღვაურის დასაქმების პერიოდში გემზე ან გემთმფლობელზე გავრცელდება სანქციათა რეჟიმი, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, უზრუნველყოს მეზღვაურის დროული რეპატრიაცია და გემთმფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა.“;

გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე განახორციელოს დაუგეგმავი შემოწმება, თუკი არსებობს გონივრული ეჭვი, რომ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან გემთმფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გემზე ან გემთმფლობელზე ვრცელდება სანქციათა რეჟიმი,  ან ხარისხის მართვის სისტემაში დაფიქსირებული შეუსაბამობები პირდაპირ უკავშირდება მეზღვაურთა შერჩევისა და დასაქმების პროცესს.“.

მუხლი 2
წინამდებარე ბრძანება გავრცელდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებამდე სააგენტოში წარმოდგენილ განცხადებებზე.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიივანე აბაშიძე