საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.025615
66
16/02/2026
ვებგვერდი, 17/02/2026
010220030.10.003.025615
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2026 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში − საჯარო სკოლები) მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. ლევან ღირსიაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.

2. თამარ მახარაშვილი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.

3. ზაზა კვიციანი საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.

4. მზია გიორგობიანი − საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის თანათავმჯდომარე.

5. ქეთევან ახვლედიანი − საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის დროებით ფუნქციათა შემსრულებელი − კომისიის წევრი.

6. თათია ბარაქაძე − საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

7. შავლეგ თოდუა − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

8. ლევან კერესელიძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

9. ლალი კალანდაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.

10. დავით გიორგაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსი − კომისიის წევრი.

11. ზურაბ რაზმაძე − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამმართველოს ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (პროექტების მენეჯერი) − კომისიის წევრი.

12. ქვარა ჩართოლანი − საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი.

13. მარიამ თავაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი.

14. სოფიო ბარნაბიშვილი − საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროგრამის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი − კომისიის წევრი.

15. მედეა შამუგია − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ქვეპროგრამის „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და მხარდაჭერა ქართულენოვან სკოლებში“ კოორდინატორი − კომისიის მდივანი.

მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის დებულება“.
მუხლი 3
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის დებულება

მუხლი 1. რეგულირების საგანი

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის დებულება“ (შემდგომში − დებულება) განსაზღვრავს კომისიის სტატუსს, უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს.

მუხლი 2. კომისიის სტატუსი

კომისია წარმოადგენს საკოორდინაციო და საკონსულტაციო ორგანოს.

მუხლი 3. კომისიის მიზანი

კომისიის მიზანია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაცია.

მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება კომისიის თანათავმჯდომარეების, კომისიის წევრებისა და კომისიის მდივნისგან.

2. კომისიის წევრი მინისტრის მოადგილეები წარმოადგენენ თანათავმჯდომარეებს.

3. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.

4. კომისის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, მიწვეულნი იყვნენ სხვა საჯარო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კომისიის წევრის სტატუსით.

5. კომისიის გადაწყვეტილებით ასევე შესაძლებელია, მიწვეულნი იყვნენ სხვა პირები სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.

მუხლი 5. კომისიის უფლებამოსილებები

კომისია უფლებამოსილია:

ა) განიხილოს და გადაწყვიტოს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) განსაზღვროს პროექტების პრიორიტეტულობა;

გ) განსაზღვროს პროექტების მიზანშეწონილობა, შესაბამისობა დარგობრივ პოლიტიკასთან, ასევე იმსჯელოს საჯარო სკოლების სიმძლავრეების საკითხზე (მათ შორის: მოსწავლეთა რაოდენობა, სტანდარტების შესაბამისი ალტერნატიული გადაწყვეტები და სხვა);

დ) შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები შესაბამისი ორგანოებისთვის.

მუხლი 6. კომისიის განსახილველი საკითხები

კომისია იხილავს შემდეგ საკითხებს:

ა) ახალი საჯარო სკოლების მშენებლობისა და არსებული ობიექტების სრული რეაბილიტაციის გეგმებს;

ბ) ნაწილობრივი რეაბილიტაციის შესახებ წინადადებებსა და წარდგენილ ინფორმაციას;

გ) საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის სასკოლო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებს;

დ) საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის სკოლის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებს;

ე) საპროექტო დავალებებსა და არქიტექტურულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებს;

ვ) კომისიის წევრების მიერ წარდგენილ სხვა საკითხებს.

მუხლი 7. საქმიანობის წესი

1. კომისიის სხდომებს იწვევს და მის საქმიანობას წარმართავს კომისიის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, წელიწადში არანაკლებ ოთხჯერ.

2. კომისიის სხდომების მოწვევას, საოქმო ჩანაწერების წარმოებასა და დღის წესრიგის შედგენას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

3. კომისიაზე გასატან საკითხებს ამზადებს საკითხის ინიციატორი შესაბამისი უწყება.

მუხლი 8. გადაწყვეტილების მიღების წესი

1. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.

2. კომისიის წევრებმა ფუნქცია-მოვალეობები შესაძლებელია, განახორციელონ დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

3. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით.

4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თანათავმჯდომარეები და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმში უნდა აისახოს კომისიის ნებისმიერი წევრის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ან სხდომაზე გამოთქმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ატარებს სარეკომენდაციო და საკონსულტაციო ხასიათს.

მუხლი 9. კომისიის მდივანი

1. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს:

ა) სხდომების ორგანიზებას;

ბ) დღის წესრიგის მომზადებას;

გ) სხდომის ოქმების შედგენასა და წარმოებას;

დ) დოკუმენტაციის შენახვას.

2. კომისიის მდივანს არ აქვს ხმის მიცემის უფლება.

3. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში კომისიის მდივნის არჩევა განხორციელდება კენჭისყრის გზით, კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით და გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

უხლი 10. დასკვნითი დებულებები

კომისიის საქმიანობის ორგანიზებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.