დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გაკოტრების მმართველის შეცვლის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/11877-25 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 16/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ლიანა კაჟაშვილი |
განმცხადებელი – შპს „TRANSPORTER“ (ს/კ: 406081190)
წარმომადგენელი – თეონა კუპრეიშვილი რეაბილიტაციის მმართველი – თინათინ შუღაროვა მოთხოვნა – გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) საქმის წარმოება სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „TRANSPORTER“-ის გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 2025 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „TRANSPORTER“-ის წარმომადგენელმა თეონა კუპრეიშვილმა შპს „TRANSPORTER“-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისა და შპს „TRANSPORTER“ -ის მართვაში მისი დირექტორის ლუხუმ ქართლოსიშვილის დატოვების მოთხოვნით. წარმოდგენილ განცხადებაზე სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) წარმომადგენელ თეონა კუპრეიშვილის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი; შპს „TRANSPORTER“ -ის (ს/კ 406081190) მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი. შპს „TRANSPORTER“-ის (ს/კ 406081190) დირექტორი, ლუხუმ ქართლოსიშვილის (პ/ნ: 01027005959; ტელ: 599 78 44 11) დარჩა მართვაში. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ლაშა ნოდია (პ/ნ: 19001001627), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე. ვინაიდან, კანონით დადგენილ ვადაში არ მოხდა შპს „TRANSPORTER“-ის კრედიტორთა მიერ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონება, ასევე არ მოხდა კრედიტორთა კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მოწონების ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს „TRANSPORTER“-ის მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი შეიცვალა გაკოტრების რეჟიმით. ამავე განჩინებით რეაბილიტაციის ზედამხედველს ლაშა ნოდიას (პ/ნ: 19001001627) შეუწყდა უფლებამოსილება. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე შერჩეულ იქნა გაკოტრების მმართველი თინათინ შუღაროვა. 2026 წლის 11 თებერვალს შპს „TRANSPORTER“-ის კრედიტორ სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას აცნობა შპს „TRANSPORTER“-ის გაკოტრების მმართველად ლაშა ნოდიას დანიშვნის შესახებ. სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს განჩინება შპს „TRANSPORTER“-ის გაკოტრების მმართველის შეცვლის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაკოტრების მმართველს ნიშნავს სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით, ამ კანონის მე-11 მუხლითა და 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია ამ კანონის 92-ე მუხლით დადგენილი წესით დანიშნოს ახალი გაკოტრების მმართველი. ამავე კანონის 92-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად დანიშვნიდან არაუგვიანეს 30 დღისა კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების 2/3-ის უმრავლესობით აირჩიოს ახალი რეაბილიტაციის მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი. ახალი რეაბილიტაციის მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის არჩევისთანავე სასამართლოს მიერ დანიშნულ რეაბილიტაციის მმართველს/რეაბილიტაციის ზედამხედველს უფლებამოსილება უწყდება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმი გაიხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით, ამავე განჩინებით რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ლაშა ნოდია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოხდეს კონვერსია, რეაბილიტაციის რეჟიმი შეიცვალოს გაკოტრების რეჟიმით. . შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი. ამავე განჩინებით რეაბილიტაციის ზედამხედველს ლაშა ნოდიას (პ/ნ: 19001001627), შეუწყდა უფლებამოსილება და შერჩეულ იქნა გაკოტრების მმართველი, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – თინათინ შუღაროვა (პ/ნ: 01031003634) რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე. 2026 წლის 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენილი შპს „TRANSPORTER“-ის კრედიტორ სს „თიბისი ბანკის“ განცხადებიდან ირკვევა, რომ სს „თიბისი ბანკის“, როგორც შპს „TRANSPORTER“-ის კრედიტორთა ჯამური ხმების 80%-ზე მეტი ხმების მქონე კრედიტორის მიერ შპს „TRANSPORTER“-ის გაკოტრების მმართველად დანიშნული იქნა ლაშა ნოდია, რომელიც იყო შპს „TRANSPORTER“-ის რეაბილიტაციის ზედამხედველი და რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებიდან ჩართული იყო საქმეში, შესწავლილი აქვს და კარგად იცნობს საქმის მასალებს. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია (გადაწყვეტილებაუნარიანია), თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტის მფლობელი კრედიტორი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს მასზე დამსწრე და წარმოდგენილ კრედიტორთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამდენად, ვინაიდან მოვალე შპს „TRANSPORTER“-ის კრედიტორთა ჯამური ხმების 80%-ზე მეტი ხმის მქონე, უზრუნველყოფილი კრედიტორის სს „თიბის ბანკის“ მიერ მოხდა შპს „TRANSPORTER“-ის გაკოტრების ახალი მმართველის დანიშვნა, მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს შესაბამისი განჩინება, რომლითაც მოხდება 2026 წლის 10 თებერვლის განჩინებით დანიშნული შპს „TRANSPORTER“-ის გაკოტრების მმართველის შეცვლა გაკოტრების ახალი მმართველით. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები., ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი. სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11, მე-13, 92ე, 99-ე, მე-100 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მოხდეს შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) გაკოტრების მმართველის ცვლილება; 2. შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) მმართველად განისაზღვროს უზრუნველყოფილი კრედიტორის სს „თიბისი ბანკის“ მიერ დანიშნული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ლაშა ნოდია (პ/ნ: 19001001627, ტელ ნომერი: 599 30 43 02, სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, ოფისი 28, ელ. ფოსტა lasha@nplaw.ge, ავტორიზაციის სახე – მუდმივი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: P2109113); 3. შპს „TRANSPORTER-ის“ (ს/კ 406081190) თინათინ შუღაროვას (პ/ნ: 01031003634) შეუწყდეს უფლებამოსილება. 4. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე, მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი, ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას. 5. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, ვალდებულია, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან – 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული / არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება. 6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში. 7. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს. 8. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას. 9. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით: ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას; ბ) აწარმოოს დავები; გ) განახორციელოს შეცილება; დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა; ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება; ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები; ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება; თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 10. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 11. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. 12. განჩინება, გაკოტრების მმართველის შეცვლის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). 13. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 14. თუ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა, კერძო საჩივრის შეტანის ვადა მისი გამოცხადების მომენტიდან დაიწყება. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/);
მოსამართლე: ლიანა კაჟაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები