დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390000000.10.003.025609 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 390000000.10.003.022776) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 98. ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის გარდამავალი მოწესრიგება 1. ელექტრული ქსელების არსებულ სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითმოსარგებლეებზე 2027 წლის 1 იანვრამდე, გარდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, არ გავრცელდეს ამ წესით გათვალისწინებული, ასეთი სარგებლობის განხორციელებისათვის საჭირო საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება. ასეთმა სუბიექტებმა ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინონ მოთხოვნილი ფართობის Shp-ფაილები. 2. ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითმოსარგებლეები, გარდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, 2027 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან ამ წესის ამოქმედებამდე არსებულ სახაზო ნაგებობებზე განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარებისას ტყეკაფის მასალების ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის ვალდებულებისაგან. ასეთმა სუბიექტებმა ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინონ ტყეკაფის მონიშვნის მასალები (გარდა ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტისა). 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები