„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.025611
62
16/02/2026
ვებგვერდი, 17/02/2026
300310000.10.003.025611
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №62

2026 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ 31-ე მუხლის:

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადაწყვეტილება ამ წესით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა, მიიღება:

ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 15 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) III კლასის  შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ​2-მდე) – 15 სამუშაო დღის ვადაში;

გ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ​2-ზე მეტი) – 20 სამუშაო დღის ვადაში;

დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 30 სამუშაო დღის ვადაში.“.

2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგ შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გადაწყვეტილება ამ წესით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ მიიღება:

ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 25 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) III კლასის  შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ​2-მდე) – 25 სამუშაო დღის ვადაში;

გ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ​2-ზე მეტი) – 30 სამუშაო დღის ვადაში;

დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 45 სამუშაო დღის ვადაში.

32. დაუშვებელია ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ვადების გაზრდა.“.

3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე  ან მიღებისათვის ვარგისად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებულად, თუ განხორციელებული მშენებლობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე