„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017674
17
16/02/2026
ვებგვერდი, 16/02/2026
140130000.22.034.017674
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №17

2026 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და გასულია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა (გარდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შემთხვევისა);“.

2. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 242 მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 46-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შენიშვნა ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 1152 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების აღდგენა დასაშვებია მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდგომ, ამასთან, შეჩერებული მართვის უფლების აღდგენა იურიდიულ ძალას იძენს მართვის მოწმობის დაბრუნებიდან (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).“;

გ) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 1152 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგებათ შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ, ექიმ-სპეციალისტების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა (ფორმა №IV-100/ა) და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევა) დასკვნის სააგენტოში წარდგენის საფუძველზე;“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის მიზნით დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ექიმ-სპეციალისტების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევა) დასკვნა.“;

ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღსადგენად სავალდებულოა:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე მძღოლობის კანდიდატისათვის მინიჭებული და შეჩერების დროისათვის იურიდიული ძალის მქონე (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ან/და მართვის მოწმობისათვის მოქმედების ვადის ამოწურვის საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება), მძღოლობის კანდიდატის მიერ მითითებული ერთ-ერთი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, თუ აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებისას ეს წესი ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარემოებას. ამასთან, ამ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების მითითების უფლებამოსილება მძღოლობის კანდიდატს წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე არ გააჩნდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეჩერებული „B“ ან/და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღსადგენად, ამავე კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე, ასევე ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით, ამ წესის 382 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებამდე მძღოლობის კანდიდატისათვის მინიჭებული და შეჩერების დროისათვის იურიდიული ძალის მქონე (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ან/და მართვის მოწმობისათვის მოქმედების ვადის ამოწურვის საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება), მძღოლობის კანდიდატის მიერ მითითებული ერთ-ერთი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარება, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის გარემოება.“.

5. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე და 34-ე პუნქტები:

„33. დაინტერესებულ პირს, რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 17 დეკემბრის №1344-IVმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი წესით აღუდგა ჩამორთმეული მართვის უფლება, მართვის მოწმობა დაუბრუნდება სააგენტოსთვის მიმართვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, სააგენტოს მიერ ახალი მართვის მოწმობის დამზადებითა (დაბეჭდვა) და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში შესაბამისი ჩანაწერების ასახვით.

34. ამ მუხლის 33-ე პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირი თავისუფლდება:

ა) ამ წესის 46-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევა) დასკვნის წარდგენისგან;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების წარდგენისგან, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ინახება სააგენტოში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე