დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 01/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 163, 05/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.320.000.16.009.615 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.615
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №42
2006 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის პირდაპირ ხელშეკრულებებზე გადასვლასთან დაკავშირებით სს „თბილსრესმა“ 2006 წლის 26 ოქტომბრის №2/384 წერილით ითხოვა გარანტირებულ სიმძლავრისათვის დადგენილი ფიქსირებული ტარიფის (603.95 ათასი ლარი თვეში) თეთრებში გამოსახვა 1 კვტს-ზე გადაანგარიშებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე 44-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1.
1. „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №66, 16.05.2006 წ., მუხლი 848) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში 603.95 (ათასი ლარი/თვეში) შეიცვალოს 0,696 თეთრი/კვტსთ, დაემატოს ჯამური ტარიფის პარამეტრი 9,015 თეთრი/კვტსთ და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. სს „თბილსრესი“ (თბილსრესის №№3,4,8 ბლოკები)–––––––––––––––––9.015 თეთრი/კვტსთ;
ა) გარანტირებული სიმძლავრისათვის ––––––– 0,696 თეთრი/კვტსთ;
ბ) ქსელში გაშვებული ელექტროენერგიისათვის –––––––––––––––––– 8.319 თეთრი/კვტსთ.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
თავმჯდომარე გ. თავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები