„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016855
4
13/02/2026
ვებგვერდი, 17/02/2026
010250050.35.148.016855
„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 13 თებერვალი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 დეკემბრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2025; 010250050.35.148.016849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ონკოლოგიური (კოდი (ICD-10) C00-დან C97-ის ჩათვლით; კოდი (ICD-10) D00-დან D09-ის ჩათვლით) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 1000 (ათასი) ლარის ამოწურვამდე;“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მედიკამენტებით დახმარება, თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გარდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა, გაეწევათ ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებს და იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხანძრების (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით არაუმეტეს 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 121 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 121. ახალშობილების  დახმარება

1. 2026 წელს დაბადებული  ახალშობილებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან გორის მუნიციპალიტეტში და რომელთა ოჯახს აქვს სოციალური სარეიტინგო ქულა განცხადების შეტანის მომენტში არ აღემატება 57000-ს, ბავშვის აღზრდისათვის საჭირო ჰიგიენური და დამხმარე საშუალებებით უზრუნველსაყოფად ყოველ ახალშობილზე დახმარება განესაზღვროთ არაერთჯერადად წლიური ლიმიტის – 1000 (ათასი) ლარის ამოწურვამდე.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის/მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) მშობლის, ბავშვის (ბავშვების) რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი;

დ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;

ე) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ)  ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან;

ზ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი სავაჭრო ობიექტიდან/აფთიაქიდან.

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.“;

ვ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„31.   ერთჯერადად, ყოველ მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში თითოეულ შვილზე 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ ოჯახები, რომლის ერთ-ერთი მშობელი და შვილები გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების შეტანის მომენტამდე ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული იყვნენ გორის მუნიციპალიტეტში და 2026 წელს შეეძინებათ მე-5 ან მეტი შვილი.“;

ზ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის (უსინათლო) შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მხედველობის გამო მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ფორმა №50; თუ შესაძლებლობის შეზღუდვა (საერთო დაავადება) მომდინარეობს ბავშვობიდან  – ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ფორმა №100, რომლითაც დადასტურებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვა მხედველობის გამო.“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026  წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე