„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.018796
17/ნ
16/02/2026
ვებგვერდი, 16/02/2026
430050000.22.022.018796
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №17/ნ

2026 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017259) და ბრძანების:

1. მე-2 მუხლის:

ა) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიცხოვნობის ფარგლებში:

ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დაურეგისტრირებლობის ან ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჯარო სკოლა უფლებამოსილია აღნიშნული რიცხოვნობა გამოიყენოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის;

ბ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის შემდგომ დარჩენილი თავისუფალი ადგილების 80% გამოიყენება ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტერიტორიულობის პრინციპით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის, ხოლო 20% – ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი საყოველთაო რეგისტრაციისთვის. რიცხოვნობის განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება ტერიტორიულობის პრინციპის სასარგებლოდ;

გ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ეტაპზე მოსწავლეების დაურეგისტრირებლობის ან ამ წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აღნიშნული რიცხოვნობა გამოიყენება ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისთვის.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2  მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ეტაპებზე საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის (შემდგომ – რეგისტრაცია) და ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები, ასევე ის ტერიტორიული ერთეულები, სადაც პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ტერიტორიულობის პრინციპით და აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებზე განლაგებულ საჯარო სკოლებს მიკუთვნებული მისამართების ჩამონათვალი (სასკოლო უბანი), განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. რეგისტრაცია ხორციელდება ხუთ ეტაპად:

ა) პირველ ეტაპზე  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;

ბ) მეორე ეტაპზე  იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

გ) მესამე ეტაპზე  იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა რეგისტრაციის (იურიდიული) მისამართი ემთხვევა, მინისტრის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებს (ტერიტორიულობის პრინციპით რეგისტრაცია);

დ) მეოთხე ეტაპზე  იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);

ე) მეხუთე ეტაპზე  ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რეგისტრაციას/რეგისტრაციის გაუქმებას უზრუნველყოფს ის საჯარო სკოლა, სადაც მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს სურს, რომ ჩაირიცხოს მოსწავლე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეგისტრაციას ახორციელებს პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეგისტრაციის ხუთივე ეტაპის ვადის ამოწურვამდე მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრაცია მართვის სისტემის მიერ რეგისტრაციისას მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით და ამავე ვადაში განახორციელოს ხელახალი რეგისტრაცია.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნით, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დაუდგენლობა, ასევე პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეუფასებლობა, არის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში.“;

დ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 და მე-15 პუნქტები:

„14. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებულ ვადებში რეგისტრაცია განხორციელდება რეგისტრაციის წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.

15. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, მართვის სისტემა უფლებამოსილია, გამოითხოვოს და მიიღოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ  დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში დაცული, ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის შემდეგი პერსონალური მონაცემები:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი;

დ) მოქალაქეობა;

ე) რეგისტრაციის მისამართი.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე