დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14299 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 21/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016799 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №14299 2023 წლის 21 ივნისი ქ. თბილისი |
ხე-ტყის საწარმოო გამოსავლიანობის და აზომვის დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე -2 მუხლის მე -5 ნაწილის, ამავე კოდექსის მე -8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ამ ბრძანების მიზნებისათვის, ხე-ტყე განიმარტოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით. 2. დამტკიცდეს: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან /და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის გაზომვის დასაშვები ცდომილებები – დანართი №1; ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან /და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის საწარმოო გამოსავლიანობის ნორმები – დანართი №2. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
დანართი №1
მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის გაზომვის დასაშვები ცდომილებები
1. მრგვალი ხე-ტყის (მორის) სიგრძის გაზომვის დროს დასაშვებ ცდომილებად დადგენილ იქნეს არაუმეტეს 5 სმ, ხოლო დიამეტრის (უქერქოდ) გაზომვის დროს არაუმეტეს 2 სმ. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“–„ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტიპის (ფიცარი, ძელი, ძელაკი) იდენტიფიცირებისათვის, სისქის და სიგანის გაზომვის დროს დასაშვებ ცდომილებად დადგენილ იქნეს არაუმეტეს 1 სმ თითოეული პარამეტრისთვის.
დანართი №2
მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის საწარმოო გამოსავლიანობის ნორმები
1. მრგვალი ხე-ტყიდან (მორიდან) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოებისას (გარდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავებით ფანერის (შპონის) წარმოებისა) საწარმოო გამოსავლიანობის ნორმად დადგენილ იქნეს 80%, ხოლო მრგვალი ხე-ტყის (მორის) წინასწარი დამუშავებით ფანერის (შპონის) წარმოებისას – 90%. 2. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ხელმეორედ გადამუშავების შედეგად მიღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოებისას საწარმოო გამოსავლიანობის ნორმად დადგენილ იქნეს 99.5%. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები