დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – დუშეთის რაიონის დაბა თიანეთის ნ. ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შშესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №3/438 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/491 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 164, 04/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.028.009.612 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.612
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/491
2006 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – დუშეთის რაიონის დაბა თიანეთის ნ. ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №3/438 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – დუშეთის რაიონის დაბა თიანეთის ნ. ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ოქტომბრის №3/438 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №141, მუხ. 1948) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თიანეთის ნ. ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ.“;
ბ) ბრძანების 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თიანეთის ნ. ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თიანეთის ნ. ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა“.
2. დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თიანეთის ნ. ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის თანდართული წესდება.“;
გ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – თიანეთის ნ. ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის წესდება“;
დ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – თიანეთის ნ. ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა (შემდგომში – სამუსიკო სკოლა) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე დაწყებით საფეხურზე.“ .
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები