„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016577
5
13/02/2026
ვებგვერდი, 16/02/2026
190040000.35.149.016577
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №5

2026 წლის 13 თებერვალი

ქ. კასპი

„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 სექტემბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge,  23/09/2015, 190040000.35.149.016261) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განესაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 800 (რვაასი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის;

ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობის მისაღებად;

გ) ყოველი თვის (20 რიცხვიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე) განმავლობაში ამომრჩევლებთან არანაკლებ სამი შეხვედრისათვის, საიდანაც არანაკლებ  ორი შეხვედრა უნდა დასტურდებოდეს საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათით და არანაკლებ ერთი შეხვედრა – შესაბამისი აქტით (არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით დადასტურებული აქტი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი