დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025605 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „მ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი არაუმეტეს 2610 კგ სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო 5 სტანდარტი − იძულებითი აალებადი ძრავის, ხოლო ევრო 5ბ სტანდარტი − შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში (EC/715/2007 რეგულაცია); გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 83-ე რეგულაციის მე-6 ცვლილებით გათვალისწინებული სტანდარტები (ე. წ. ეკოლოგიურობის მე-5 კლასი); აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრადაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) სტანდარტი; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის „პოსტ ახალი გრძელვადიანი სტანდარტი“; კორეის რესპუბლიკის ჰაერის ხარისხის კონსერვაციის აქტის აღმასრულებელი განკარგულების №17 დანართით განსაზღვრული 2009 წლის ულტრადაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) სტანდარტი იძულებით აალებადი ძრავის, ხოლო შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში − ამავე დანართით განსაზღვრული 2014 წლის სტანდარტი; მ1) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი M3 და N3 კატეგორიების ავტომობილებისა და 2610 კგ-ზე მეტი სტანდარტული მასის M1, M2, N1 და N2 კატეგორიების ავტომობილებისთვის − ევროკავშირის ევრო V (88/77/EEC და 2005/55/EC დირექტივების I დანართის 6.2.1 პუნქტის ცხრილების B2 რიგები) სტანდარტი; გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 49-ე რეგულაციის მე-5 ცვლილების B2 რიგები (2008 წელი) გათვალისწინებული სტანდარტი; აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფის ან/და კალიფორნიის მე-2 დონის ულტრა დაბალი ემისიის ავტომობილის (ULEV) ან/და აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს 2001 წლის საბოლოო წესით („ახალი ავტომობილებიდან ჰაერის დაბინძურების კონტროლის შესახებ − მძიმე სატვირთო ავტომობილის ძრავისა და ავტომობილის სტანდარტები და საავტომობილო დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის კონტროლის მოთხოვნები“) დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის 2005 წლის „ახალი გრძელვადიანი სტანდარტებით“ დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები; კორეის რესპუბლიკის ჰაერის ხარისხის კონსერვაციის აქტის აღმასრულებელი განკარგულების №17 დანართით განსაზღვრული 2009 წლის სტანდარტები;“. 2. მე-6 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოში დაშვებულია მხოლოდ 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით M1 კატეგორიის ავტომობილების პირველადი ან/და დროებითი რეგისტრაცია. სააგენტოს მიერ დასკვნა M1 კატეგორიის ავტომობილებზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პირობას და მისი წლოვანება არ აღემატება 6 წელს.“. 3. მე-6 მუხლს 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოებული ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, ამ მუხლის მე-2, 21, მე-3 და 31 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს ჩინეთის სერტიფიცირებისა და ინსპექტირების ჯგუფის მიერ ინდივიდუალურ ავტომობილზე გაცემული სერტიფიკატი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, ამასთანავე, გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, წარმოების/ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).“. 4. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-2, 21, მე-3, 31 და 32 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს სააგენტო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული მიზნებისთვის ინდივიდუალური ავტომობილის წარმოების ქვეყანა დგინდება ISO 3780:2009 სტანდარტით, ამავე სტანდარტის შესაბამისი ცვლილებით/ტექნიკური შესწორებით ან/და ავტომობილის მწარმოებლის წერილის საფუძველზე. სააგენტო გასცემს შესაბამის დასკვნას და სათანადო მონაცემებს/ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, დაინტერესებული პირის მიმართვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ მომსახურების გაწევის ვადის ბოლო კალენდარული დღე ემთხვევა უქმე (სადღესასწაულო) ან/და დასვენების დღეს, დასკვნა გაიცემა მომდევნო სამუშაო დღეს.“. 5. დანართი 6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 6. ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის/წლოვანების გათვალისწინებით: ა) ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული არაუმეტეს 6 წლისა M1 კატეგორიის ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის/წლოვანების გათვალისწინებით:
ბ) ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული M2, M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის გათვალისწინებით:
|
| მუხლი 2 |
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანართ 6-ის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2026 წლის 1 აპრილამდე; ბ) ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე, რაც დასტურდება კონოსამენტით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2026 წლის 1 აპრილამდე. ამასთანავე, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერსა და ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს; გ) საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე, რაც დგინდება შესაბამისი გადაზიდვის დამადასტურებელი ზედნადების (საავტომობილო ტრანსპორტის შემთხვევაში − ავტომობილით საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი ზედნადების (CMR)/გადამზიდავის მიერ გაცემული სხვა დოკუმენტის საშუალებით, რომლითაც დასტურდება ავტომობილის/ტვირთის გადასაზიდად მიღება/ჩატვირთვა 2026 წლის 1 აპრილამდე და შეიცავს ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერს ან/და ავტომობილის თაობაზე სხვა მონაცემს, რომლის მეშვეობით შესაძლებელი ხდება გადამზიდავის მიერ გადასაზიდად მიღებული/ჩატვირთული ავტომობილის იდენტიფიკაცია და თუ ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2026 წლის 1 ივლისამდე; დ) თავისი სვლით ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე, რაც დადასტურებულად მიიჩნევა ავტომობილის შეძენის თაობაზე 2026 წლის 1 აპრილამდე შედგენილი/გაცემული საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებით/ანგარიშ-ფაქტურით (ინვოისით)/ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობით ან ამონაწერით სატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, რომელშიც ასახულია სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მესაკუთრის (შემძენის) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და თუ ავტომობილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია/ასახვა ან გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის/რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის გამოწერა განხორციელდა 2026 წლის 1 ივლისამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე ვრცელდება ტექნიკური რეგლამენტის 2026 წლის 1 აპრილამდე არსებული პირობები. 3. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ავტომობილების რეექსპორტზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები