საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 12/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240040.45.050.016013
12
12/02/2026
ვებგვერდი, 13/02/2026
010240040.45.050.016013
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
 

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №12

2026 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის № 1 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 თებერვლის №314 განკარგულებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის № 1 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ მე-7 მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის № 1 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“  მე-4 მუხლის პირველ პუნქტში და აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საფინანსო სამმართველო;

ბ) პერსონალის მართვის სამმართველო;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების, პროტოკოლისა და მარკეტინგის სამმართველო;

დ) სამეურნეო სამმართველო;

ე) საქმისწარმოების სამმართველო.“.

მუხლი 2
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ მე-5 მუხლის პირველ, მე-2 , მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში და აღნიშნული პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საფინანსო სამმართველოს ფუნქციებია:“

„2. პერსონალის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:“

„3.საერთაშორისო ურთიერთობების, პროტოკოლისა და მარკეტინგის სამმართველოს ფუნქციებია:“

„4. სამეურნეო სამმართველოს ფუნქციებია:“

„5. საქმისწარმოების სამმართველოს ფუნქციებია:“.

მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 11 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ სხვა მუხლები და პუნქტები დარჩეს უცვლელი.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს გენერალური დირექტორიდავით ტყემალაძე