დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017669 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-12 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე ამავე დეპარტამენტის ბადრაგირების მთავარი სამმართველოს იმ საშტატო ერთეულზე, რომელიც ბადრაგირების ფუნქციის განხორციელებას ითვალისწინებს, უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, თუ მას გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა/კურსი.“. 2. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სსიპ – სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – მომსახურების სააგენტო) სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან/თანამდებობაზე დაინიშნებიან 60 წლამდე ასაკის პირები (ზღვრული ასაკი), ხოლო დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირის თანამდებობაზე მიიღებიან/თანამდებობაზე დაინიშნებიან 65 წლამდე ასაკის პირები (ზღვრული ასაკი).“. 3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დადებითი სამედიცინო დასკვნისას უმცროსი, საშუალო და უფროსი (გარდა პოლკოვნიკისა) სპეციალური წოდების მქონე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დასაცავი ობიექტის (გარდა პირადი დაცვისა) დაცვის ფუნქციის განმახორციელებელ მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით, ხოლო პოლკოვნიკისა და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების შემთხვევაში მინისტრის თანხმობით შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.“. 4. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181. დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირების ასაკობრივი შეზღუდვა დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირებისათვის ზღვრული ასაკია 65 წელი. შენიშვნა: ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაცვის პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებულ/დანიშნულ სამოქალაქო პირებზე.“. 5. 55-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5, 51 პუნქტებითა და მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები