დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1505 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 164, 07/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.009.609 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.009.609
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1505
2006 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №32, მუხლი 372) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა 2007 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატების ამ ბრძანებით განსაზღვრული თვითწებადი ლუქების შესაბამისი რაოდენობებით დაბეჭდვის ორგანიზება და საგადასახადო დეპარტამენტისათვის გადაცემა, მათი საგადასახადო ინსპექციებზე გადანაწილების მიზნით.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საგადასახადო ორგანოებმა ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2007 წლის 15 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ, ხოლო 2007 წლის 15 იანვრამდე დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განხორციელდეს 2007 წლის 15 იანვრიდან არა უგვიანეს 2007 წლის 1 მაისამდე.
5. 2007 წლის 1 მაისამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები ლუქის გარეშე მუშაობისათვის ან მისი დაზიანებისათვის გავრცელდეს მხოლოდ იმ გადამხდელებზე, რომელთა საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარა დალუქვას ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად და მათი მხრიდან დალუქვის შემდეგ იქნა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები