დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების, საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნუსხისა და შრომითი ანაზღაურების ოდენობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.121.016544 |
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების, საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნუსხისა და შრომითი ანაზღაურების ოდენობების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“, „დ.დ“, „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად,
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნუსხა და შრომითი ანაზღაურების ოდენობები დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნუსხა და შრომითი ანაზღაურების ოდენობები დანართი №4-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკაგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების, საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბერის №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.12.2021 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.121.016439).
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
|
|
დანართი №2
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა რანგირება,
საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნუსხა და შრომითი ანაზღაურების ოდენობები
|
|
დანართი №4
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ნუსხა და შრომითი ანაზღაურების ოდენობები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები