დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გენერალური პროკურორის სამართლებრივი უზრუველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 27/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 08/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.009.608 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.009.608
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №53
2006 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებით (სსმ III, 2005წ., №119, მუხ.1329) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“.
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები