დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია 2024 – 2027-ისა“ და „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024 − 2027 წლების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 აპრილის №150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300010000.10.003.025597 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია 2024 – 2027-ისა“ და „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024 − 2027 წლების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 აპრილის №150 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/05/2024, 300010000.10.003.024556) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024 − 2027 წლების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024 − 2027 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა“.“. 3. „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024 − 2027 წლების სტრატეგიის განხორციელების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები