დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 7 მაისის №1-1/168 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.22.024.016945 |
1-1/34
06/02/2026
ვებგვერდი, 09/02/2026
300280020.22.024.016945
„ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის 2025 წლის 7 მაისის №1-1/168 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
„ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 7 მაისის №1-1/168 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 7 მაისის № 1-1/168 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/05/2025, 300280020.22.024.016907) დამტკიცებული „ენერგოაუდიტის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. გარდამავალი დებულება 2026 წლის 1 მარტამდე საწარმომ უზრუნველყოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით ან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამინისტროსთვის წარდგენა, ხოლო ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ შექმნილმა საწარმომ ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია სამინისტროს უნდა წარუდგინოს 90 დღის ვადაში. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები