დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყები დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ივნისის №439 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1282 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 164, 07/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.023.009.601 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.009.601
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1282
2006 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ივნისის №439 ბრძანებაში ცვლილებისა დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ივნისის №439 ბრძანებით (სსმ III, 13.06.2006, №79, მუხ. 1031) დამტკიცებულ – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება დამატებები:
1. დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. ადმინისტრაციას აქვს უნიფორმა და სიმბოლიკა, რომლების დიზაინსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;“.
2. დებულების მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა;“.
3. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სახელით განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების-თანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები