დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.143.016738 |
|
ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგინდეს ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ. ხაშურის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 6 თებერვლის №18 დადგენილება „სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 11/02/2025, 010250050.35.143.016709).
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1. ქ. ხაშურში სახელმწიფო და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ხაშურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ. ხაშურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,57-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ცენტრალურ ზონაში უდრის 100-ს, შუალედურ ზონაში 80-ს და პერიფერიულ ზონაში 60 -ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ხაშურში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. დაბა სურამში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 10,95 ლარს. 4. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,48 ლარს. 5. ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,29 ლარს. 6. ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხაშურის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6,57 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი. | |||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
ქ. ხაშურის ზონების აღწერა
|
| |||||||||||||||||||||
დანართი №3
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა
|
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით, ხოლო უძრავი/მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის წლიური საფასურის ოდენობა დგინდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები