დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.126.016490 |
|
,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების , წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო; ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურ (პარალიმპიურ) თამაშებში თერჯოლის ან საქართველოს სახელით მოასპარეზე თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-დან 35 წლის ჩათვლით ან/და საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე ა(ა) იპ – თერჯოლის სპორტული სკოლისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის სახელით 14-25 წლამდე (თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის მანძილზე რეგისტრირებული) ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი; გ) წარმატებული მწვრთნელი – ა(ა)იპ – თერჯოლის სპორტული სკოლისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის სახელით სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევების მქონე თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სპეციალისტი (თერჯოლის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის მანძილზე რეგისტრირებული); დ) წარმატებული ახალგაზრდა – თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სასწავლო-საგანმანათლებლო საერთაშორისო ოლიმპიადაში, საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსში, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლებში დაძლეული აქვს დაწყებითი საფეხური და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის/ოლიმპიადის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული; ე) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის მიმდინარე წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი; ვ) ახალგაზრდული ინიციატივა – ახალგაზრდების პროექტი, რომლის ინიციატორიც არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ან ახალგაზრდების ჯგუფი და ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საქმიანობის მიზნებს (საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი –საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულებით დამტკიცებული დოკუმენტი); ზ) სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც საბიუჯეტო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მიიღო სახელმწიფო სასწავლო გრანტი. 2. დადგენილების დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,მუხლი 3. წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება 1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგ სახით: ა) საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტურნირის I ადგილი – 400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი; ბ) ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 2 200 ლარი, II ადგილი – 1500, III ადგილი – 1000 ლარი; გ) მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 5000 ლარი, II ადგილი – 4000, III ადგილი – 3000 ლარი; დ) ოლიმპიური (პარაოლიმპიური) თამაშების I ადგილი – 10 000 ლარი, II ადგილი – 9000, III ადგილი – 8000 ლარი. 2. წარმატებული მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის (ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიურ ჩემპიონატზე I, II, III საპრიზო ადგილი) – 3000 ლარი; ბ) სპორტული მიღწევებისთვის (საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე I, II, III საპრიზო ადგილი) – 2000 ლარი. 3. წარმატებული სპორტსმენების/მწვრთნელების ჯილდოზე წარდგენა: სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უმაღლესი სპორტული მიღწევებისთვის სპორტსმენებს და მწვრთნელებს ჯილდოზე წელიწადში ერთჯერადად თერჯოლის მუნიცილაპიტეტის მერს წარუდგენს ა(ა)იპ – თერჯოლის სპორტული სკოლისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრის დირექტორი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები