„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1989
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 02/02/2026
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016795
1989
02/02/2026
ვებგვერდი, 05/02/2026
000000000.00.00.016795
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1989

2026 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლისა და  „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების  სამსახურის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის – შემოსავლების  სამსახურის  სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის  2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

ა) მე-5 მუხლის  პირველი  პუნქტის  „ო1“ ქვეპუნტის  შემდეგ  დაემატოს  შემდეგი  შინაარსის „ო2“  ქვეპუნქტი:

„ო2) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ  კოლოფამდე/შეფუთვამდე   ადგილობრივი  წარმოების სიგარეტისთვის კვოტირებული განაკვეთის გამოყენების მიზნით, კვოტის გამოყოფის თაობაზე პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას და გადაწყვეტილების მიღებას;“;

ბ) მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ   კოლოფამდე/შეფუთვამდე   ადგილობრივი  წარმოების სიგარეტისთვის კვოტირებული განაკვეთის გამოყენების მიზნით, კვოტის გამოყოფის თაობაზე პირის მიერ წარმოდგენილ  განცხადებასთან   დაკავშირებული ადმინისტრაციული  წარმოების  წარმართვა, შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის   მომზადება   და დეპარტამენტის უფროსისთვის ხელმოსაწერად წარდგენა;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხალმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

სამსახურის  უფროსი                                                                                    ირაკლი ბერაია