დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.10.003.025589 |
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის: ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) ხელშეკრულება ფორმდება 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით სამეანო-ნეონატალური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებთან, მიუხედავად წინა პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადისა. ამასთანავე, დაწესებულებამ უნდა მიაწოდოს უწყვეტად მაღალი ხარისხის ანტენატალური და პერინატალური სერვისი;“; ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) 2027 წლის 1 თებერვლიდან მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელშიც 2026 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე:“. 2. 23-ე მუხლის 382 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „382. თუ სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელს, 2026 წლის 1 იანვარს და შემდგომ პერიოდში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-4 თვეს ჩატარებული წინა 3 თვის ანალიზის საფუძველზე დაუფიქსირდა მშობიარობათა საერთო რაოდენობაში საკეისრო კვეთების 70%-ზე მეტი, განმახორციელებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-5 თვის პირველი რიცხვიდან შეუჩეროს მიმწოდებლის სტატუსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები