დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017990 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 32-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სმფ-ების ჩამოწერა (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სრულდება: ა) საქონლის სრული განადგურებით; ბ) საქონლის პირველადი სახის შეცვლით; გ) ამ წესის 3722 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (საბურავები) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (შემდგომში – მგვ) ორგანიზაციისთვის გადაცემით.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერა ხორციელდება ადგილზე გასვლით და სრულდება სრული განადგურებით. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მწარმოებლის მიერ აქციზური მარკით ნიშანდებული, საქართველოში წარმოებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ადგილზე გასვლით დათვალიერებას ექვემდებარება ამ წესის დანართ №24-ში მითითებული აქციზური ნაწარმის საერთო რაოდენობის არანაკლებ 2% შერჩევით. შერჩევა ხორციელდება უდიდესი შეფუთვის აქციზური ნაწარმის ყუთის, ხოლო თითოეული ყუთიდან – აქციზური ნაწარმის არანაკლებ 2% ოდენობის უმცირესი შეფუთვის მიხედვით.“. 2. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მე-7 გრაფაში მიეთითება მგვ ორგანიზაციის დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ ი“ ქვეპუნქტები: „თ) მე-8 გრაფაში მიეთითება აქციზური მარკების სერიული ნომრები/სერიული ნომრების დიაპაზონი; ი) მე-9 გრაფაში მიეთითება განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი.“. 3. დანართი №23 და დანართი №24 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები