დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 03/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016976 |
|
„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №110/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016699) დამტკიცებულ მიკრობანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ც.ა“ და „ც.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც.ა) პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება – ანგარიშგება, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ ინფორმაციას ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სქესის მიხედვით მონაცემთა ანგარიშგების №4 ფორმაში მოცემული ფიქსირებული ცხრილების, განმარტებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად; ან/და: ც.ბ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება – ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმას, №2 ანგარიშგების ფორმაში მოცემული ფიქსირებული ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციას, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმით (№3 ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრულ ინფორმაციას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სქესის მიხედვით მონაცემთა ანგარიშგების ფორმით (№4 ანგარიშგების ფორმა) და ამ წესის მე-5–მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ინფორმაციას;“; ბ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი: „წ) ქალი მეწარმე – ქალი მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ; საწარმო (იურიდიული პირი), რომლის აქციების/წილის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი ერთი ან რამდენიმე ქალია; აგრეთვე, საწარმო (იურიდიული პირი), რომლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ქალია ან/და რომლის მმართველობითი ორგანოს/სამეთვალყურეო საბჭოს წევრების 50 პროცენტი ან მეტი ქალია.“. 2. მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) სქესის ნიშნით ჩაშლილი მონაცემები, მათ შორის, არსებული დეპოზიტების, დეპოზიტორების ტიპის, სესხების, შესაბამისი მსესხებლების ტიპის, სესხის პირობებისა და ვადიანობის შესახებ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების თაობაზე ამ წესის №4 ანგარიშგების ფორმის შესაბამისად.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიკრობანკის მიერ გამოსაქვეყნებელი პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება მოიცავს ამ წესის №1, №2 ანგარიშგების ფორმებში მოცემული ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციას, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმით (№3 ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრულ ინფორმაციას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სქესის მიხედვით მონაცემთა ანგარიშგების ფორმით (№4 ანგარიშგების ფორმა) და ამ მუხლსა და ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებში მოცემულ ხარისხობრივ ინფორმაციას.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მიკრობანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ამ წესის №3 ანგარიშგების ფორმის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო, სასარგებლო, თავსებადი და შესადარისი ინფორმაციის გამჟღავნება. მიკრობანკმა №3 ანგარიშგების ფორმის შევსებისას რეკომენდებულია იხელმძღვანელოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებით. მიკრობანკი ვალდებულია, მაქსიმალურად დაბალანსებული და გასაგები შეფასება წარმოადგინოს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებულ შემდეგ თემატურ მიმართულებებზე: მმართველობა; სტრატეგია; რისკების მართვა; მაჩვენებლები და მიზნები, მათ შორის, საქმიანობის შეფასების ძირითადი მაჩვენებლები (KPI), გარდამავლობის რისკები, ფიზიკური რისკები.“. 4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. მიკრობანკმა პილარ 3-ის ფარგლებში ამ წესის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების თაობაზე №4 ანგარიშგების ფორმით გათვალისწინებული კვარტალური ანგარიშგების გარდა, პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა წარმოადგინოს ხარისხობრივი ინფორმაცია სქესის ნიშნით ჩაშლილი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე მსესხებლებისა და დეპოზიტორების ტიპების შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს №4 ანგარიშგების ფორმის მოკლე შეჯამებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები