„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016977
19/04
03/02/2026
ვებგვერდი, 05/02/2026
220020000.18.011.016977
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №19/04

2026 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/06/2017; ს/კ: 220020000.18.011.016245) დამტკიცებულ კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ძ.ა“ და „ძ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ.ა) პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგება – ანგარიშგება, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ ინფორმაციას ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სქესის მიხედვით მონაცემთა ანგარიშგების №4 ფორმაში მოცემული ფიქსირებული ცხრილების, განმარტებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად; ან/და:

ძ.ბ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება – ანგარიშგება, რომელიც მოიცავს ამ წესის №1 ანგარიშგების ფორმას, №2 ანგარიშგების ფორმაში მოცემული ფიქსირებული ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციას, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმით (№3 ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრულ ინფორმაციას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სქესის მიხედვით მონაცემთა ანგარიშგების ფორმით (№4 ანგარიშგების ფორმა) და ამ წესის მე-5მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ინფორმაციას.“;

ბ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:

„ხ) ქალი მეწარმე  ქალი მეწარმე, რომელიც რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ; საწარმო (იურიდიული პირი), რომლის აქციების/წილის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი ერთი ან რამდენიმე ქალია; აგრეთვე, საწარმო (იურიდიული პირი), რომლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ქალია ან/და რომლის მმართველობითი ორგანოს/სამეთვალყურეო საბჭოს წევრების 50 პროცენტი ან მეტი ქალია.“.

2. მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) სქესის ნიშნით ჩაშლილი მონაცემები, მათ შორის, არსებული დეპოზიტების, დეპოზიტორების ტიპის, სესხების, შესაბამისი მსესხებლების ტიპის, სესხის პირობებისა და ვადიანობის შესახებ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების თაობაზე ამ წესის №4 ანგარიშგების ფორმის შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკის მიერ გამოსაქვეყნებელი პილარ 3-ის წლიური ანგარიშგება მოიცავს ამ წესის №1, №2 ანგარიშგების ფორმებში მოცემული ცხრილებით განსაზღვრულ რაოდენობრივ ინფორმაციას, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმით (№3 ანგარიშგების ფორმა) განსაზღვრულ ინფორმაციას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სქესის მიხედვით მონაცემთა ანგარიშგების ფორმით (№4 ანგარიშგების ფორმა) და ამ მუხლსა და ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებში მოცემულ ხარისხობრივ ინფორმაციას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბანკებმა პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაამჟღავნონ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ამ წესის №3 ანგარიშგების ფორმის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო, სასარგებლო, თავსებადი და შესადარისი ინფორმაციის გამჟღავნება. ბანკებმა №3 ანგარიშგების ფორმის შევსებისას რეკომენდებულია იხელმძღვანელონ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპებით. ბანკი ვალდებულია მაქსიმალურად დაბალანსებული და გასაგები შეფასება წარმოადგინოს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებულ შემდეგ თემატურ მიმართულებებზე: მმართველობა; სტრატეგია; რისკების მართვა; მაჩვენებლები და მიზნები, მათ შორის, საქმიანობის შეფასების ძირითადი მაჩვენებლები (KPI), გარდამავლობის რისკები, ფიზიკური რისკები. ამასთან, ბანკი ვალდებულია №3 ანგარიშგების ფორმაში მწვანე, სოციალური და მდგრადი სესხების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისას იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 3 აგვისტოს №93/04 ბრძანებით დამტკიცებული „მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესით.“.

4. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ბანკმა პილარ 3-ის ფარგლებში ამ წესის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების თაობაზე №4 ანგარიშგების ფორმით გათვალისწინებული კვარტალური ანგარიშგების გარდა, პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში უნდა წარმოადგინოს ხარისხობრივი ინფორმაცია სქესის ნიშნით ჩაშლილი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე მსესხებლებისა და დეპოზიტორების ტიპების შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს №4 ანგარიშგების ფორმის მოკლე შეჯამებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა