ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.32.061.016465
3
30/01/2026
ვებგვერდი, 04/02/2026
430210000.32.061.016465
ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №3

2026 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე

მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. დაწესდეს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის და დამტკიცდეს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის წესი თანდართული დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  უზრუნველყოს წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული სახსრების გათვალისწინებააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში.

 

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე




დანართი

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის დანიშვნის წესი (შემდეგში   წესი) განსაზღვრავს აფხაზეთის თემაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  სტუდენტებისათვის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის (შემდეგში  – სტიპენდიადანიშვნის პირობებსა და პროცედურებს.

2.  სტიპენდია გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 90% და მეტი აკადემიური მოსწრება, მონაწილეობდნენ სტუდენტურ კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვთ საკონფერენციო ნაშრომი და არიან საზოგადოებრივად აქტიურები.

მუხლი 2.  სტიპენდია

1. ჟიული შარტავას სახელობის   სტიპენდია (შემდეგში – სტიპენდია) გამიზნულია აფხაზეთის თემაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების (შემდეგში  – სტუდენტი) ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებისათვის.

2. სტიპენდია ინიშნება ბაკალავრიატის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა, ასევე მაგისტრატურის სტუდენტისათვის თვეში 300 ლარის ოდენობით არაუმეტეს 1 სტუდენტისა. სტიპენდიატებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე). 

3.სტიპენდიის დანიშვნის ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღების, კანდიდატთა განხილვისა და სტიპედიატის გამოვლენის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (შემდეგში  –  სამინისტრო) იქმნება კომისია.

მუხლი 3.  კომისია

1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად და სტიპენდიატის გამოსავლენად შექმნილი კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიას  7 (შვიდი) წევრის შემადგენლობით ყოველი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი (შემდეგშიმინისტრი).

3. საჭიროების შემთხვევაში კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს მინისტრს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს, ამ წესის შესაბამისად, სტიპენდიატის გამოვლენის შემდეგ.

5. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

6. კომისია მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

მუხლი 4. კომისიის მუშაობის და სტიპენდიის დანიშვნის წესი

1. სტუდენტის  წარდგენის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამინისტროს მხრიდან სტიპენდიის  დასანიშნად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდგომ.

2. ავტორიზებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარდგინება;

ბ) რეკომენდაცია წარდგენილ კანდიდატზე;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

დ)  სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომი;

ე) სტუდენტის საკონფერენციო ნაშრომის გამოქვეყნების, სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ვ) სიგელები, სერტიფიკატები;

ზ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

თ) კანდიდატის რეზიუმე  (ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობების შესახებ).

3. განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს სამინისტრო სასწავლო წლის დასრულების შემდეგ.

4. გამოცხადებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადება არ განიხილება.

5. სტიპენდიის თაობაზე განცხადებას კომისია განიხილავს ახალი სასწავლო წლის დადგომამდე და გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით.

6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სტიპენდიის დანიშვნის შესახებ, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

7. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატის განხილვა მიმდინარეობს ღია წესით.

8. კომისიის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს სხდომაზე კანდიდატის დასწრება ან დამატებითი ინფორმაციის მიღება.

9. კომისია სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით.

10. კომისიის მიერ სტიპენდიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის ოქმი წარედგინება მინისტრს.

11. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

12. სტიპენდიატს გადაეცემა დიპლომი.

13. მინისტრს უფლება აქვს სტიპენდიატს ვადაზე ადრე მოუხსნას სტიპენდია, თუკი სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება ან შეუწყდება. მინისტრი ამ გადაწყვეტილებას იღებს სტიპენდიაზე წარმდგენი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ.