ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016489
3
02/02/2026
ვებგვერდი, 03/02/2026
010250050.35.107.016489
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2026 წლის 2 თებერვალი

ქ. ჩხოროწყუ

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დადგინდეს თანდართული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 თებერვლის N5 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეჯანო პერტაია



დანართი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის

საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

ნორმატიული ფასი


მუხლი 1

დაბა ჩხოროწყუში სახელმწიფო და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

                        CN=IMG  x ITL  x C x K, სადაც:

) CN  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

ნორმატიული ფასი;

) IMG  არის ქალაქ ჩხოროწყუს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს;

) ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს (რადგან ჩხოროწყუში ზონირება არ ხორციელდება);

) C  არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე

დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

) K  არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 194.45-ს.

მუხლი 2

პირველი პუნქტის მიხედვით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ ცენტრში – ქალაქ ჩხოროწყუში მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

C(ლარი)

0,3

1,0

0,24

194.45

14

 

მუხლი 3

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის – ქალაქ ჩხოროწყუსთვის დადგენილის ფასის  50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს  ლარს.

მუხლი 4

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის – ქალაქ ჩხოროწყუსთვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.5 ლარს.

მუხლი 5

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ჩხოროწყუში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 მუხლებში აღნიშნული წესი.