დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟIრების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 24/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 158, 27/11/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.39.036.009.587 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.009.587
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №52
2006 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 10 დეკემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული წესის (სსმ III, №146, 10.12.2004წ., მუხ. 1326) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა, ხოლო მეორე ეტაპი – პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები