დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016575 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე. გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „სახელმწიფო ქონების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად (თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 3 თებერვლის №2 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 05/02/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016550). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის – დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ .მ მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორამტიული ფასი) დგინდება შესაბამის ტერიტორიაზე მიწის საბაზრო ფასის გათვალიწინებით და გამოიანგარიშება ფორმულის მიხედვით: CN=IMG XITL XC X K, სადაც: ა) C N არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) I M G არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0, 37-ს; გ) I T L არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და უდრის 1-ს; დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 120-ს. 2. პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის – დაბა ხარაგაულისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის, გარდა მე-5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 40%-ით და იგი განისაზღვროს 4.26 ლარით. 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში, გარდა მე-5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა, მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 25%-ით და იგი შეადგენს 2.67 ლარს. 5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში გამავალ „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ: ა) ს-1 ინდექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით და იგი შეადგენს 10.66 ლარს; ბ) შ-55 ,შ-56, შ-101 ინდექსის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და იგი შეადგენს 5.33 ლარს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები