„ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016334
4
02/02/2026
ვებგვერდი, 03/02/2026
010250020.35.147.016334
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 1 დეკემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2025; 010250020.35.147.016328) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (ახალშობილის დაბადებიდან 3 თვის ვადაში);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) მშობლ(ებ)ის დევნილობის მოწმობის ასლი;

ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).

ზ) საბანკო რეკვიზიტები.“;

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრს (მეუღლე) ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაუფინანსდება გეგმური და ურგენტული ოპერაციები და ჩატარებული ოპერაციის შესაბამისი წინასაოპერაციო გამოკვლევები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.“;

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პაციენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტები როგორც გამოკვლევების, ასევე ოპერაციის, საბოლოო კალკულაცია (რომელშიც გაწერილი უნდა იყოს ასევე წინასაოპერაციო კვლევების ხარჯები) და მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“;

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში სასურსათო კალათით. სასურსათო კალათი შედგება: 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი ბრინჯი, 5 კილოგრამი მაკარონი.“;

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ის იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი, აქედან ერთი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე).“;

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დიალიზზე მყოფი დაავადებული მოქალაქე, რომლიც არის ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე), მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებს ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვნები, რომლებიც არიან ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.“;

) დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს 141 მუხლი შემდეგი რედაქციით:

მუხლი 141. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება

1. ერთჯერად 200 (ორასი) ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახები, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გარდაეცვალათ ოჯახის წევრი; ოჯახის წევრებად ითვლებიან გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეები (შვილები, მეუღლე, მშობლები).

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი, ასეთი არსებობის შემთხვევაში;

ე) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღებზე ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრობის დადასტურების შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე.“;

) დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს 142 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 142. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილი ოჯახების სამშენებლო მასალებით დახმარება

1. სოფელ წინამძღვრიანთკარის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ ოჯახს გაეწიოს სამშენებლო მასალებით დახმარება.

2. სამშენებლო მასალები დახმარების მიმღებს გადაეცემა საცხოვრებელი ბინების იატაკების შესაცვლელად.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისგან, საცხოვრებელი ბინის მესაკუთრის ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივმაცხოვრებლობის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომამდე (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი