“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №227 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის" დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 17/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 24/11/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 07/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.009.585
  • Word
1245
17/11/2006
სსმ, 158, 24/11/2006
010.240.030.22.023.009.585
“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №227 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოს დაცვის ინსპექციის" დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.009.585

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №1245

2006 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №277 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუ­ნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 29 აგ­ვისტოს № 277 ბრძანებით (სსმ III, 01.09.05წ., №103. მუხ. 1153) დამტკიცებულ „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის გ1 ქვეპუნქტი:

„გ1. განახორციელოს გარემოსდაცვითი მონიტორინ­გი მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ტრანსსასაზ­ღვრო ობიექტებზე მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში;“.

2. მე-7 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ. ეკოლოგიური მონიტორინგის სამსახური..

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ. ეკოლოგიური მონიტორინგის სამსახურის კომპე­ტენ­ციაა:

ვ.ა) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტებზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება მშენებ­ლობისა და ოპერირების პერიოდში;

ვ.ბ) მაღალი ეკოლოგიური რისკის მქონე ობიექტების მონიტორინგის პროგრამის განხილვა და შეთანხმება;

ვ.გ) სამინისტროს მიერ გაცემული მაღალი ეკოლო­გიური რისკის მქონე ობიექტების ლიცენზიების/ნებარ­თვების პირობების შესრულების მონიტორინგი;

ვ.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინ­გის სახელმძღვანელო პრინციპების, მონიტორინგის პროცედურებისა და მონაცემთა ბაზის შექმნა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 30 ნოემბრიდან.

დ. ტყეშელაშვილი