დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 55, 11/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.360.010.10.003.001.031 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №87
2008 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების (გადამზადების) მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 დეკემბრის №264 დადგენილებით (სსმ III, 2007 წ., №172, მუხ.1907) დამტკიცებული პროგრამის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 პუნქტი:
,,122. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც დასაქმების ბარათის შესაბამისი ნაწილის (ნაწილების) დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო მაძიებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით (დაუძლეველი ძალა, ავადმყოფობა და სხვ.), რომელიც წერილობით დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. მაძიებლის მიერ დასაქმების ბარათის დაგვიანებით წარმოდგენის მიზეზებს განიხილავს და სახელმწიფო სტიპენდიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მაძიებელმა განცხადება კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წერილობით დოკუმენტთან ერთად სააგენტოში უნდა წარადგინოს 2008 წლის 1 ივნისამდე.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან და მისი მოქმედება ვრცელდება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები