დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ წყალტუბოში ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე შესახვევის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-49. 49260287 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.122.016036 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-49.49260287
2026 წლის 28 იანვარი
ქ. წყალტუბო
ქალაქ წყალტუბოში ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე შესახვევის სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-13 და მე-15 პუნქტებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 17 დეკემბრის №50 სხდომის ოქმის შესაბამისად:
1. ქალაქ წყალტუბოში, ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე უსახელო შესახვევს ეწოდოს – „ჟიული შარტავას პირველი შესახვევი“ (დანართი საკადასტრო რუკის სახით თან ერთვის).
2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას.
3. შემდგომი რეაგირების მიზნით აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.
4. დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.
5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები