„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018792
13/ნ
29/01/2026
ვებგვერდი, 29/01/2026
430030000.22.022.018792
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №13/ნ

2026 წლის 29 იანვარი

ქ.თბილისი

„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2016; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“ მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 – მე-15 პუნქტები:

„13.  2026-2027 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისთვის,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ნაცვლად 2026 წლის 1 ივლისიდან 15 ივლისამდე აცხადებს აპლიკანტთა მიღებას მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

14. 2026-2027 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე სპეციალურ პროგრამაში ასახული ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორე, ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით, დადასტურებული იქნება მართვის სისტემის მიერ.

15. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მიზნებისათვის, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას მართვის სისტემისათვის, 2026 წლის 1 ივლისამდე არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე