ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/2
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016641
1/2
29/01/2026
ვებგვერდი, 30/01/2026
010250000.35.111.016641
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1/2

2026 წლის 29 იანვარი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის, 2013 წლის 8 ოქტომბრის, №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს: 

ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება თანახმად დანართი №1-სა;

ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი (ტერიტორიული კოეფიციენტი) და ნორმატიული ფასის მარეგულირებელი K კოეფიციენტი 220 (ორას ოცი) ოდენობით თანახმად დანართი №2-სა;

გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანახმად დანართი №3-სა.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2025 წლის 30 იანვრის №1/2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 31/01/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.111.016620).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა



დანართი №1

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება ცენტრალური 

ზონის პირველი ქვეზონა


ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან აეროპორტით, 8 მარტის ქუჩის დასახლებით მდინარე კაპარჭამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე კაპარჭის გაყოლებით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, გურიის ქუჩით, იონა მეუნარგიას ქუჩით (ყოფილი კუიბიშევის), სამხრეთ-აღმოსავლეთით ყოფილი სს „გრეიფრუტის“ ტერიტორიის საზღვრით, დასავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით.

ცენტრალური ზონის მეორე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით, ქობულეთის, ყაზბეგის, ზვიად ჩიჩუას (ყოფილი ფურცელაძის), მზარელუას ქუჩების დასახლებით, დავითაიას, ჯავახიშვილის, სამეგრელოს, რეკვავას ქუჩებით მდინარე რიონის ქალაქის არხამდე, აღმოსავლეთიდან მდინარე რიონის ქალაქის არხით, სამხრეთ დასავლეთით და დასავლეთით შავი ზღვით.

ცენტრალური ზონის მესამე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ჭავჭავაძის ქუჩის დასახლებით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელ ხიდამდე. ჩრდილო-აღმოსავლეთით ტბა ნაბადით, კოკაიას ხეივნით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით რკინიგზის ხიდიდან წყალ გამყოფ ხიდამდე. აღმოსავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით რეკვავას ქუჩამდე. სამხრეთიდან შემოსაზღვრულია რეკვავას ქუჩით, დასავლეთიდან სამეგრელოს, ჯავახიშვილის, დავითაიას ქუჩებით. მზარელუას, ზვიად ჩიჩუას (ყოფილი ფურცელაძის), ყაზბეგის, ქობულეთის, ჭავჭავაძის ქუჩების დასახლებით მდინარე რიონის ჩრდილო ტოტამდე.

ცენტრალური ზონის მეოთხე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და ყოფილი სს „გრეიფრუტის“ ტერიტორიის საზღვრით, იონა მეუნარგიას (ყოფილი კუიბიშევის), გურიის ქუჩით კუნძულ კოლიმბარზე გადასასვლელ ხიდამდე, მდინარე კაპარჭის გაყოლებით პალიასტომის ტბამდე, აღმოსავლეთით პალიასტომის ტბით, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით შავ ზღვამდე.

შუალედური ზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ქალაქის არხით და მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ხობის რაიონის საზღვრამდე. აღმოსავლეთიდან ხობის რაიონის საზღვრით პალიასტომის ტბამდე. სამხრეთით პალიასტომის ტბით მდინარე კაპარჭამდე. სამხრეთ-დასავლეთით 8 მარტის ქუჩის დასახლებით. ჩრდილო-დასავლეთით მდინარე რიონის ქალაქის არხით.

პერიფერიული ზონის პირველი ქვეზონა

ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭით ლანჩხუთის რაიონის საზღვრამდე, სამხრეთ აღმოსავლეთით მშრალი ხიდით შავ ზღვამდე.

პერიფერიული ზონის მეორე ქვეზონა

ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია მდინარე რიონის ჩრდილო ტოტით ყულევში გადასასვლელი ხიდიდან რკინიგზის ხიდამდე. აღმოსავლეთით კოკაიას ხეივნით სამხრეთ-დასავლეთით ტბა ნაბადით.

 

 


დანართი №2

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი (I T L), მიწის ნორმატიული ფასის  მარეგულირებელი კოეფიციენტი (K).

 
ზონის დასახელება I T L მიწის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი K მიწის ნორმატიული ფასის  მარეგულირებელი კოეფიციენტი
ცენტრალური ზონა
პირველი ზონა 1.5 220
მეორე ზონა 1.4 220
მესამე ზონა 1.3 220
მეოთხე ზონა 1.2 220
შუალედური ზონა
შუალედური ზონა 1 220
პერიფერიული ზონა
პირველი პერიფერიული 0.9 220
მეორე პერიფერიული 0.8 220

 


 

დანართი №3 

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ-ზე

 
ზონის დასახელება ImG I T L
 
C K    CN  
ცენტრალური ზონა
პირველი ქვეზონა 0.7 1.5 0.24 220 55,44
მეორე ქვეზონა 0.7 1.4 0.24 220 51,75
მესამე ქვეზონა 0.7 1.3 0.24 220 48,05
მეოთხე ქვეზონა 0.7 1.2 0.24 220 44,36
შუალედური ზონა
შუალედური ზონა 0.7 1 0.24 220 36,96
პერიფერიული ზონა
პირველი ქვეზონა 0.7 0.9 0.24 220 33.27
მეორე ქვეზონა 0.7 0.8 0.24 220 29.57
           

 

CN=ImGXITLXCXK

 

CN – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1კვ.მ-ზე (ლარი)

ImG – ქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი I T L-ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი

C – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზისო განაკვეთი 1 კვ.მ-ზე

K – არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის  მარეგულირებელი კოეფიციენტი