„ინფექციურ და სხვა დაავადებების განსაზღვრის შესახებ, რომელთა ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელთათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი”

„ინფექციურ და სხვა დაავადებების განსაზღვრის შესახებ, რომელთა ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელთათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი”
დოკუმენტის ნომერი 300/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 21/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.569
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
300/ნ
14/11/2006
სსმ, 156, 21/11/2006
470.230.000.22.035.009.569
„ინფექციურ და სხვა დაავადებების განსაზღვრის შესახებ, რომელთა ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელთათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/11/2006 - 31/08/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.569

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №300/ნ

2006 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

ინფექციურ და სხვა დაავადებათა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს ინფექციურ და სხვა დაავადებათა ჩამონათვალი (დანართი 1), რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი 1

ინფექციურ და სხვა დაავადებები , რომელთა ხასიათმა , სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას და რომელიც შეიძლება გახდეს უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

დაავადების

ICD-10 კოდი

დაავადების დასახელება

B20-B24

 

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ავადმყოფობა

არ იგულისხმება აივ-ვირუსით გამოწვეული უსიმპტომო ინფექციური სტატუსი Z21

A30

 

კეთრი _ ჰანზენის ავადმყოფობა

იგულისხმება mycobacterium leprae-ით გამოწვეული ინფექცია

არ იგულისხმება კეთრის შედეგები B92

A15-A19

 

ტუბერკულოზი

იგულისხმება: ინფექციები, გამოწვეული mycobacterium tuberculosis -ით და mycobacterium bovis-ით

არ იგულიხსმება: თანდაყოლილი ტუბერკულოზი (P37.0),

პნევმოკონიოზი დაკავშირებული ტუბერკულოზთან (J65), ტუბერკულოზის შედეგები (B90), სილიკოტუბერკულოზი (J65)

 

სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საკარანტინო და სხვა ინფექციური დაავადებებისაგან საქართველოს ტერიტორიის დაცვის წესები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.