„სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 27/01/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020060.87.102.016002
2
27/01/2026
ვებგვერდი, 28/01/2026
190020060.87.102.016002
„სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს

თავმჯდომარის ბრძანება №2

2026 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 18 ივლისის №1 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 190020060.87.102.016001) და ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  სახელმწიფო გრანტი – საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის“ კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად, სააგენტოს მიერ გაცემული ფულადი სახსრები. სახელმწიფო გრანტად ასევე მიიჩნევა სააგენტოს მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე გაცემული გრანტი.  სახელმწიფო გრანტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:“.

2. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საზოგადოებრივი ორგანიზაცია – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (გარდა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოს, მუნიციპალიტეტის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), რომელიც რეგისტრირებულია და მოქმედებს საქართველოში და რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე სფეროში საქმიანობის განხორციელება. ამ წესის მიზნებისთვის საზოგადოებრივ ორგანიზაციად ასევე მიიჩნევა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) პირდაპირი გზით გასცემს სახელმწიფო გრანტს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, მისი საწესდებო მიზნების შესაბამისად, გრანტის გაცემის მიზნით.“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. სახელმწიფო გრანტის პირდაპირი გზით გაცემის წესი და პირობები

1. სააგენტოს მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე სახელმწიფო გრანტის პირდაპირი გზით გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. სააგენტოსა და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით განისაზღვრება ხელშეკრულების პირობები და მისი შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებული საკითხები.“.

5. ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელითათია ნანეიშვილი